ქართული პროდუქტები, რომელიც წელს რუსეთში გავიდა

ქართული და რუსული დროშა

წელს, იანვარ-მარტში საქართველოდან რუსეთში 132,078 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავყიდეთ, რაც 9,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 3 თვეში ადგილობრივმა ექსპორტმა რუსეთის მიმართულებით 141,411 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ქართულ პროდუქტებს, რომელიც წელს რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა, ლიდერია ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომელზეც ადგილობრივი ექსპორტის (რუსეთში) თითქმის 50% მოდის.

უფრო დეტალურად, გთავაზობთ ადგილობრივი პროდუქტების ათეულს, რომელიც წელს აღნიშნულ ქვეყანაში გავიდა: 

🔵 ყურძნის ნატურალური ღვინოები - 65,026 მლნ აშშ დოლარი

🔵 მინერალური და მტკნარი წყლები - 18,606 მლნ აშშ დოლარი

🔵 წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 12,909 მლნ აშშ დოლარი

🔵 ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 12,465 მლნ აშშ დოლარი

🔵 ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 4,920 მლნ აშშ დოლარი

🔵 ფეროშენადნობები - 3,353 მლნ აშშ დოლარი

🔵 თხილი და სხვა კაკალი - 1,621 მლნ აშშ დოლარი

🔵 კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 1,591 მლნ აშშ დოლარი

🔵 ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 1,376 მლნ აშშ დოლარი

🔵 მანგანუმის ოქსიდები - 1,356 მლნ აშშ დოლარი.