ქიშმიში ბაზარზე 350%-იანი ფასნამატით იყიდება

ქიშმიში

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 414 270 დოლარის ღირებულების 245.55 ტონა ქიშმიშის (ხმელი ყურძენი) იმპორტი განხორციელდა. (1კგ- 4.49ლ) 

🔵 ორი თვის მანძილზე იმპორტირებული პროდუქცია, ქვეყნების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

🔵 უზბეკეთი- 167 900 დოლარის ღირებულების 101.08 ტონა (1კგ- 4.43ლ)

🔵 ირანი- 142 880 დოლარის ღირებულების 76.91 ტონა (1კგ- 4.94ლ)

🔵 ჩინეთი- 49 910 დოლარის ღირებულების 40.41 ტონა (1კგ- 3.29ლ)

🔵 ინდოეთი- 49.92 დოლარის ღირებულების 26.00 ტონა (1კგ- 5.13ლ)

🔵 ლიეტუვა- 1 920 დოლარის ღირებულების 0.79 ტონა (1კგ- 6.49ლ)

🔵 თურქეთი- 1 130 დოლარის ღირებულების 0.25 ტონა (1კგ- 12.07ლ)

🔵 საბერძნეთი- 400 დოლარის ღირებულების 0.08 ტონა (1კგ- 13.35ლ)

🔵 პოლონეთი- 100 დოლარის ღირებულების 0.02 ტონა (1კგ- 13.35ლ)

🔵 გერმანია- 110 დოლარის ღირებულების 0.01 ტონა (1კგ- 29.38ლ)

ცნობისთვის, ქართულ  ბაზარზე, სუპერმარკეტებში კილოგრამი ქიშმიშის ღირებულება 20 ლარიდან 30 ლარამდე ფარგლებში მერყეობს.  140 -გრამიანი შეფუთვების ფასი 5 ლარის,240 გრამიანების კი 10 ლარის ფარგლებშია. რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 350%-იანი ფასნამატით იყიდება.