როგორია საქართველო-ლატვიის ეკონომიკური ურთიერთობა - რას ვყიდით და ვყიდულობთ

ლატვია

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ლატვიის პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური წინსვლა იყო.

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს დანიასთან. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები ციფრებში ასე გამოიხატა:

2023 წელს ლატვიასთან სავაჭრო ბრუნვა 54,901 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. აქედან უდიდესი წილი 43,841 მლნ აშშ დოლარი იმპორტზე, ხოლო ექსპორტზე რეექსპორტის ჩათვლით 127 669 დოლარი მოდიოდა. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, გასულ წელს ლატვიაში 106,119 დოლარის ღირებულების ქართული წარმოების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე. 

გასულ წელს ლატვიიდან იმპორტზე შემოვიდა 5 ძირითადი პროდუქცია:

🔵 ეთილის სპირტი - 6,864 მლნ დოლარი;

🔵 დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 6,197 მლნ დოლარი;

🔵  საქონელი ატრაქციონებისათვის - 3,349 მლნ დოლარი;

🔵 ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 2,886 მლნ დოლარი;

🔵 მზა ან დაკონსერვებული თევზი - 2,59 მლნ დოლარი.

საქართველოდან ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა შემდეგი პროდუქცია:

🔵 ყურძნის ნატურალური ღვინო - 4,074 მლნ დოლარი;

🔵 ეთილის სპირტი - 1,614 მლნ დოლარი;

🔵 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1,049 მლნ დოლარი;

🔵 ფანერა - 772 ათასი დოლარი;

🔵 მინერალური და მტკნარი წყლები - 666 ათასი დოლარი.