1714460305
თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-ით, ბათუმის აეროპორტში 34%-ით გაიზარდა (I კვარტალი)
2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-იან ზრდას, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 34%-იან ზრდას აჩვენებს.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, მიმდინარე წლის სამ თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 913 937 მგზავრს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 713 501 მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის სტატისტიკას, 2024 წლის იანვარ-მარტში აეროპორტმა 103 194 მგზავრი მიიღო, ხოლო 2023 წლის იანვარ-მარტში 77 077 მგზავრი გაატარა.
მარტის თვის სტატისტიკით კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27%-ითაა გაზრდილი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი მგზავრთნაკადის 41%-იანი მატებაა.
1714636318
მთავრობამ 26 მაისის აღსანიშნავად 5.3 მლნ ლარი გამოყოსაქართველოს მთავრობამ 26 მაისის აღსანიშნავად სარეზერვო ფონდიდან 5.3 მილიონი ლარი გამოყო - ამის შესახებ მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებიდან ხდება ცნობილი.სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გამოცხადდება გამარტივებული შესყიდვა 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესყიდვის თაობაზე.
1714636140
ნათია თურნავა ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობასეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 2-5 მაისს აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.ინფორმაციის თანახმად, ნათია თურნავა მთავარი მომხსენებელი იქნება პანელურ დისკუსიაში „იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება“. „დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად გლობალური ტექნოლოგიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის კორეის ბანკის პრეზიდენტი ჩენგ იონგ რი, სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორი სოპნენდუ მოჰანტი, ლიეტუვის ბანკის საბჭოს წევრი სიმონას კრეპშტა და კომპანია Raisin-ის დირექტორი თამაზ გიორგაძე. აღნიშნულ პანელს მოდერატორობას ფინტექ და ინოვაციების სფეროში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია CreatLink-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა მაი გაუწევს.ADB-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სებ-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება კამბოჯის ეროვნულ ბანკთან, კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციებისა და კლირინგის ინსტიტუტთან და ფინტექ კომპანია Elevandi-სთან.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მონაწილეობას ასევე მიიღებს „საქართველოს ბანკის“ პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - ტექნოლოგიის როლი ინკლუზიური ფინანსების ხელშეწყობასა და კლიენტების მდგრადობის ხელშეწყობაში.გარდა ამისა, დაგეგმილია ნათია თურნავას შეხვედრები სსფ-ს ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, ლიეტუვის ცენტრალური ბანკის ბორდის წევრსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.საქართველო აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრა თბილისში, 2-დან 5 მაისამდე გაიმართება. წლიური შეხვედრის სლოგანია: „ხიდი მომავლისკენ“. ოთხდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური პანელური სესიები, პარალელური პანელური დისკუსიები და შეხვედრები. მაღალი დონის სესიების პანელებზე დისკუსიები გაიმართება გლობალური მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხებზე.საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში თბილისი 68 ქვეყნის დელეგაციას და 4000-ამდე სტუმარს უმასპინძლებს. დაგეგმილია 70-ზე მეტი ღონისძიება.წლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1714635512
სოდის წარმოება/რეალიზაციაში არაკეთილსინდისიერი კონკურენცია დადგინდა - ჯარიმა 14 600 ლარზე მეტიკონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საკვები სოდის წარმოების/რეალიზაციის სექტორში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის დარღვევა, კერძოდ, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია დაადგინა.როგორც სააგენტო განმარტავს, აღნიშნულისთვის, მოპასუხე მხარეს 14 600 ლარზე მეტი ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. კერძოდ, მოკვლევის ფარგლებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად შეფასდა შპს „სანტრეიდის“ მიერ კონკურენტის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის მსგავსი/თითქმის იდენტური იერსახის გამოყენება საკუთარი პროდუქტის შეფუთვაზე.„სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე მხარეს დაევალა მის მიერ განხორციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. საკუთარი პროდუქტის (საკვები სოდის) შეფუთვის იმგვარი ცვლილება, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მსგავსება კონკურენტი კომპანიის გარეგნულ იერსახესთან და მომხმარებლის მხრიდან ამ ორი კომპანიის აღრევის რისკი“,- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. ცნობისთვის, ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 3 მოკვლევის საქმე. 2024 წელს, სააგენტომ 5 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.
1714634553
როგორი იქნება საოფისე შენობა ვახუშტის ხიდთანთბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდთან საოფისე შენობა აშენდება. შპს „კომფორტი 50“-ის სამშენებლო პროექტის მიხედვით, მშენებლობა დაახლოებით ორწელიწად-ნახევარში დასრულდება. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია მიწის ნაკვეთზე 6 სართულიანი საოფისე შენობის განთავსება, რომელიც 40 საოფისე ფართს და 100 ავტომობილისთვის ავტოსადგომს მოიცავს.„წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს გიორგი სააკაძის მეორე გასასვლელში #19. საპროექტო მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2 (სსზ-2). ნაკვეთის ფართობი შეადგენს 2,764.00 მ2. მისი სიგრძე არ აღემატება 75 მეტრს ხოლო სიგანე 40 მეტრს.აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ცენტრალურ არეალს, რომელიც უკვე საკმაოდაა განვითარებული. აქ გვხვდება შენობა ნაგებობები როგორც საჯარო (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) საცხოვრებელი (მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი ზონები), კომერციული (უშუალო სიახლოვეს არსებული სხვადასხვა საოფისე და კომერციული ობიექტები), სასწავლო (ტექნიკური უნივერსიტეტი) ასევე სხვა ფუნქციებით. წარმოდგენილ არეალში მრავლადაა საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი სივრცეები, კეთილმოწყობილი სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები და სხვა. ასევე ტერიტორიის სიახლოვეს მრავლადაა კერძო და სახელმწიფო სკოლები, საბავშვო ბაღები.შენობის აბსოლუტური ±0.00 ნიშნული ზღვის დონიდან 405.50 მეტრის ტოლია.დაგეგმვის მიზანს წარმოადგენს მოცემულ ტერიტორიაზე საოფისე შენობის მშენებლობა, რომელიც მოცემული არეალის განვითარების შესაბამისი იქნება.შენობა წარმოადგენს IVკლასის კარკასულ ნაგებობას, მიწის ზედა 6 და მიწის ქვედა 2 სართულით. დაგეგმვის მიზანს წარმოადგენს ტერიტორიის ლოგიკური განვითარება, არსებულ ურბანულ ქსოვილში ახალი ობიექტის გაჩენა, რომელიც არ შევა კონფლიქტში გარემოსთან.სართულების აღწერა:-2 სართულზე, საპროექტო ნიშნულით -5.55 განთავსდება 50 ავტოსადგომი. -1 სართულზე, საპროექტო ნიშნულით -2.85, განთავსდება ავტოსადგომი 50 ავტომობილისთვის (ორი შ.შ.მ.პ. ავტომობილის და მიკროავტობუსის სადგომით), დამხმარე ოთახი წყლის რეზერვუარის და ტუმბოს განსათავსებლად ავტოსაშხეფი სისტემებისთვის.მიწისპირა სართულზე (ნიშნულით ±0.00) განთავსდება ჰოლი, ოფისები, ხანძრის მართვის ცენტრი, დამხმარე ოთახი და საგენერატორო.პირველი სართულიდან (+3.45 საპროექტო ნიშნული), მეხუთე სართულის ჩათვლით (+17.05 საპროექტო ნიშნული) განთავსდება ოფისები (თითო სართულზე 8 ოფისი)“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.შპს „კომფორტი 50“-ის დირექტორი ზაზა გუნცაძეა, კომპანიის მეწილეები კი არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კომფორტი 2015“ (კომპანიის 100%-ს სამსონ დალაქიშვილი ფლობს), ირმა გირგვლიანი, ოლგა მაიბოროდა (უკრაინის მოქალაქე) და ქეთევან ნათელაშვილი.
1714632589
სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მიმართავსსურსათის ეროვნული სააგენტო, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივ და იმპორტირებულ კვერცხს, ხორცსა და სხვა მოთხოვნად სურსათს აქტიურად ამოწმებს.სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.„ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ:შენახვისა და განთავსების პირობებს - ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით - 7-დან 10 გრადუსამდე; შენახვის ვადა 48 საათია.სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი.ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ინახება სურსათი.გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო"), მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;თუ ხორცი იმპორტირებულია, მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყანა და მწარმოებელი;ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი.კვერცხის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და დადების თარიღის შესახებ.მომხმარებლისათვის კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხი ინახება 0°C-დან 10°C-მდე, შესაძლოა გამოიყენოთ მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში.გაითვალისწინეთ - ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.