წელს ეკონომიკა 7,7%-ით გაიზარდა

ეკონომიკა გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატის ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.

ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში. 

 

  ავტორი: