უცხოეთში ქართული ბარათებით ორ თვეში დაახლოებით 1.4 მლრდ ლარი გადაიხადეს

ქართული ბარათები

ბარათებით გადახდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. 2024 წლის თებერვალში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 77 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 7 მილიარდ ლარამდე.

ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ მიმდინარე წლის თებერვალში 687 მლნ ლარამდე შეადგინა, იანვარ-თებერვალში თვეში კი დაახლოებით 1.4 მლრდ ლარი.

რაც შეეხება ტრანზაქციების რაოდენობას, მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელდა 4.5 მლნ-მდე ტრანზაქცია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 2024 წლის თებერვალში 530 ათასი ერთეული შეადგინა, ხოლო სადებეტო ბარათებს რაც შეეხება, მიმოქცევაში 8.3 მლნ ერთეულია.