თურქეთი რუსეთში სანქცირებული საქონლის ტრანზიტს აჩერებს

თურქეთ-რუსეთის დროშები

თურქეთმა რუსეთში სანქცირებული საქონლის ტრანზიტი შეწყვიტა. ამის შესახებ სტამბოლის შავი და ფერადი ლითონების ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ჩეთინ თექჩელიოღლუმ ისაუბრა.

მისივე თქმით, თურქეთის მთავრობამ კომპანიებს სანქცირებული უცხოური საქონლის სია გადასცა და დაავალა, რომ 1-ელი მარტიდან მათი რუსეთში გაგზავნა აკრძალონ.

დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს სანქციები მას შემდეგ დაუწესეს, რაც გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.

თუმცა, თურქეთიდან და სხვა გლობალური სავაჭრო ცენტრებიდან მიწოდების არხები ღია დარჩა, რის გამოც ვაშინგტონმა გასულ თვეს ანკარა გააფრთხილა ქიმიკატების, მიკროჩიპების და სხვა საქონლის ექსპორტის შესახებ, რომელიც შეიძლება მოსკოვმა სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენოს. 

თექჩელიოღლუს თქმით, თურქეთის ახალმა შეზღუდვებმა რუსი იმპორტიორები აიძულა, რომ  ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში ალტერნატიული მომწოდებლები მოეძიებინათ.