1714460305
1 წლის განმავლობაში, დედაქალაქს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1 წლის განმავლობაში, დედაქალაქს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროის შემცირება მნიშვნელოვანია.
„იცით, ჩვენ თავიდან ნათქვამი გვქონდა 200 ერთეული ავტობუსის შეძენა, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, გასულ წელს 160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ.
წელს გამოცხადებული გვქონდა დარჩენილ 40 ერთეულ 18 - მეტრიან ავტობუსზე ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია „თეგეტა მოტორსი“, რომელიც მოგვაწვდის „მანის“ მარკის 40 ერთეულს, რომელიც გაზზე მომუშავეა, ისეთივეა, როგორიც დღეს თბილისში გადაადგილდება.
ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასთვის კომფორტული, ყველასთვის ხელმისაწვდომი. ადამიანებს გაჩერებაზე დიდხანს არ უწევდეთ ლოდინი, ლოდინის დროის შემცირება მნიშვნელოვანია. 1 წელში უნდა მოხდეს ავტობუსების მოწოდება“, - აღნიშნა კალაძემ.
1714470614
„ჭიაკოკონობის“ დროს კონტროლი გამკაცრდება - ჯარიმა 1 500 ლარიაგარემოს ეროვნული სააგენტო „ჭიაკოკონობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს. უწყების ცნობით, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, საბურავის, პლასტიკის მასალის, ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია.განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონდარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 1500 ლარის ფარგლებში მერყეობს.„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგებული ნივთიერებები და აირები; საფრთხე ექმნება გარემოს, ასევე მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ რიტუალში. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლს გაამკაცრებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1714470010
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდასაქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე. დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
1714468449
ჯარიმა 1500-დან 12 ათას ლარამდე - პროდუქტის უსაფრთხოებაზე კონტროლი შესაძლოა, გამკაცრდესსაქართველოში პროდუქტის უსაფრთხოებაზე შესაძლოა, კონტროლი გამკაცრდეს. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.კანონპროექტის თანახმად იცვლება წესდება ჯარიმები სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევებზე. უფრო კონკრეტულად კი:🔵 ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც - 1500 ლარამდეა, განისაზღვრება - 1500 ლარიდან - 3000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 3000 ლარიდან - 5000 ლარამდე.🔵 ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც - 3000 ლარამდეა, განისაზღვრება - 3000 ლარიდან - 5000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 5000 ლარიდან - 8000 ლარამდე. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 891-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად. ცვლილების შემდეგ (191 მუხლის 23-ე ნაწილში მომზადებული ცვლილების საფუძველზე) აღნიშნული მოხდება სუბიექტის განმეორებით დაჯარიმების შემდეგ. 🔵 ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ საჯარო სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც - 5000 ლარამდეა, განისაზღვრება - 5000 ლარიდან - 7000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 7000 ლარიდან - 10 000 ლარამდე.🔵 ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ საჯარო სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც - 7000 ლარამდეა, განისაზღვრება - 7000 ლარიდან - 9000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 9000 ლარიდან - 12 000 ლარამდე.ამასთან, ემატება ახალი სამართალდარღვევის სახეობა და შესაბამისი 427 მუხლი: პასუხისმგებლობა პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის და დგინდება აღნიშნულის ჩადენაზე შესაბამისი ჯარიმების ოდენობები, რაც სამართალდარღვევის სიმძიმისა და სპეციფიკის მიხედვითაა დიფერენცირებული და 500 ლარიდან - 5000 ლარამდე განისაზღვრება.
1714466287
ლექსო ჩარკვიანი ლეჩხუმში საკურას ხეივანს აშენებს და მსოფლიო რეკორდის დამყარება სურსლეჩხუმში, ჯონოულის ხეობაში მალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საკურას ხეივანი იყვავილებს. 5 კმ-იანი ორმხრივი ხეივნის გაშენების იდეა ლექსო ჩარკვიანს ჯერ კიდევ 3 წლის წინ გაუჩნდა, როდესაც ლეჩხუმში ტურისტების მოზიდვის შესაძლო გზებზე ფიქრობდა.დღემდე ლექსოს არაერთი რამ უცდია ლეჩხუმში ტურისტების მოსაზიდად, თუმცა ახლა ისეთი იდეის განხორციელება სურდა, რასაც მუდმივი და მასობრივი სახე ექნებოდა. სწორედ ასე დაიბადა საკურას ხეივნის იდეაც - ჯონოულის ხეობის გავლით გზა მწვანე ტბამდე მიდის, რომელსაც ბევრი ტურისტი სტუმრობს, სწორედ ამ გზაზე განთავსდება საკურას ხეივანი და საინტერესო სანახაობას შექმნის.როგორც ლექსო გვიყვება, თავდაპირველად საკურა ეზოში გაამრავლა, რათა იდეის განსახორციელებლად საკმარისი კვირტები ჰქონოდა. წელს კი საქმიანობას აქტიურად შეუდგა. მართალია, ნერგები თავად გამოჰყავს, თუმცა დიდი ხეივნის გაშენებისთვის დამატებითი რესურსები იყო საჭირო, კერძოდ კი მწარე ბლის საძირეები, რომელზეც საკურას კვირტები უნდა დაიტანოს. რამდენიმე თვის წინ ლექსომ საზოგადოებას ამ იდეის განხორციელებისთვის მხარდაჭერა სთხოვა და პასუხმაც არ დააყოვნა.„მწარე ბლის ხეების საძირეებია საჭირო, ამიტომ Facebook-ზე დავწერე, რომ არ მქონდა იმდენი რესურსი, რომ 5 კმ-იანი ხეივანი გამეშენებინა, პატარა მონახაზი გავაკეთე და ხალხი მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდა. დავაანონსე, რომ პროცესს 3 აპრილს დავიწყებდი, ადამიანები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიოდნენ - ჩუმლაყი, ხაშმი, ბორჯომი, ბაღდადი, ხულო და სხვა ყველა თავიანთი ხეებით. განა ჩვენ გვიჭირდა ლეჩხუმში, მაგრამ მე მინდოდა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ახალგაზრდებს მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში და ასეც მოხდა“, - აღნიშნავს ლექსო ჩარკვიანი.თავდაპირველად მწარე ბლის ხეების დათესვა 500 მეტრზე იგეგმებოდა, თუმცა ხალხის ნაკადისა და ენთუზიაზმის გათვალისწინებით საბოლოოდ საძირეები 1500 მეტრზე განთავსდა. აგვისტოში მათზე კვირტს დაიტანენ, საძირეების დათესვის პროცესი კი შემოდგომაზე გაგრძელდება და სავარაუდოდ შემოდგომაზევე დასრულდება.როგორც ლექსო გვიყვება, ლეჩხუმში დიდიდან დაწყებული პატარით დამთავრებული, ყველა ჩართული იყო ამ პროცესში. მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც ტექნიკითა და ყველა შესაძლო რესურსით დაეხმარნენ მას."ერთი ტრაქტორით დავიწყეთ, მწვანე კომპლექსის მეპატრონე დამეხმარა ამაში, თავისი ტექნიკით. მერე მეორე ტექნიკაც მოვიდა, მესამე კი მერიამ მოიყვანა, რადგან ვერ ასწრებდნენ უკვე ტრაქტორები მუშაობას, იმდენი ხალხი მოდიოდა. შემოდგომაზეც ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, ალბათ, ერთ თარიღს ვიტყვით და ვმობილიზდებით. მანამდე, თვითონ ადგილობრივებიც შევთანხმდით, რომ ერთობლივად მივხედავთ", - აღნიშნავს ლექსო.ლექსო ჩარკვიანი და "დაკარგული სამოთხე"ლექსო პროფესიით ინჟინერია, საინტერესო წარსული გამოცდილებით ტურიზმის ინდუსტრიასა და მედიაში, სადაც გაზეთისა და რადიოსთვის ჟურნალისტურ მასალებს ქმნიდა. მართალია, იგი დღეს საჯარო რეესტრის სამსახურში მუშაობს, თუმცა არც წარსულ გამოცდილებას ივიწყებს და იმ ცოდნასა თუ გამოცდილებას ლეჩხუმის ულამაზესი დასახლებების გასაძლიერებლად იყენებს.უკვე 7 წელია, რაც ლექსო სამსახურის პარალელურად ლეჩხუმსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სოფელ-სოფელ დადის, მიტოვებულ სახლებს ეძებს და იქაური კერები გაათბოს ცდილობს. ამ საქმისთვის იგი Facebook პლატფორმას იყენებს, "დაკარგული სამოთხე" - ასე ჰქვია მის გვერდს სოციალურ ქსელში, სადაც საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო კონტენტს ქმნის. როგორც თავად გვიყვება, ამ საქმეს ხელი მას შემდეგ მოჰკიდა, როდესაც ლეჩხუმის სოფლებში ბეღლის ძიებისას მის თვალწინ მიტოვებული სახლი დაინგრა.„დავიწყე სოფელ-სოფელ სიარული და მიტოვებული სახლების ძებნა, შემდეგ მეპატრონეებს ვუკავშირდებოდი, ვეკითხებოდი, რას უპირებდნენ ამ სახლს, ზოგს ვურჩევდი, მოდი, კემპინგად გადააკეთე-მეთქი, მხოლოდ ორმა დამიჯერა. ვიღებდი ვიდეოლაივებს სახლების შესახებ, ვიდეოზე მეპატრონის ტელეფონის ნომერს ვაწერდი, ლაივის მაყურებელი ინტერესდებოდა, მოდიოდა და ყიდულობდა. მთელი ეს პროცესი ყოველგვარი ფინანსური ინტერესის გარეშე მიმდინარეობდა. 98 კარ-მიდამო გათბა 7 წლის განმავლობაში, თუმცა სხვებსაც მიეცათ მოტივაცია, რომლებმაც თავად მოძებნეს სახლები და დღეს დაახლოებით 127 ასეთი კარ-მიდამოა“, - აღნიშნავს იგი.სამწუხაროდ, უკვე მე-8 წელია, რაც ლექსო მეწყრული პროცესების გამო ლეჩხუმში მდებარე საკუთარ სახლში ვერ ახერხებს შესვლას. როგორც თავად გვიყვება, 2-სართულიანი სახლის პირველი სართული საკუთარი ხელებით გამოიღო გამოსაშრობად, თუმცა ამანაც არ უშველა. წლევანდელმა 7 თებერვლის სტიქიამ კი იგი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა. მიმდინარე ზაფხულის მთავარი ამოცანაც საკუთარი სახლის წესრიგში მოყვანაა, შემდეგ კი აქტიურად განაგრძობს ძველ საქმიანობას.ლექსოს თქმით, ლეჩხუმში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი, მშრომელი და წარმატებული ადამიანია, რომლებიც არ ჩანან და მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. თავად კი მაქსიმალურად ცდილობს ამ ადამიანებს ყველა ტიპის მხარდაჭერა გაუწიოს.„ლეჩხუმში ისეთი ადამიანები არიან და ისეთ რამეებს აკეთებენ, ჩემი საქმე ზღვაში წვეთია იმასთან. უბრალოდ, არ ჩანან სოციალურ ქსელში, არ აქტიურობენ. მე თუ სადმე გადავაწყდი რომელიმეს, ვეუბნები - მოდი, გადავიღებ ლაივს და გამოჩნდი შენი პროდუქტით, საქმიანობით. ძალიან ბევრი მაგარი ადამიანი მაგარ საქმეს აკეთებს, უბრალოდ, ეს პატარა კუთხეა და მეტი აქტივობა უნდა, რომ ტურიზმი შევიდეს და განვითარდეს“, - აღნიშნავს ლექსო ჩარკვიანი.
1714461967
იმპორტირებული გარგარის ჩირი 400%-იანი ფასნამატით იყიდება - იმპორტიორი ქვეყნები2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 206 850 დოლარის ღირებულების 64.06 ტონა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანაში 214 590 დოლარის ღირებულების 53.73 ტონა გარგარის ჩირი (ხმელი გარგარი) შემოვიდა. წელს, 1 კგ იმპორტირებული გარგარის ჩირის ფასმა ($3.22) 8.64 ლარი შეადგინა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ირანია, საიდანაც 46.95 ტონა (73%) შეაგინა.იმპორტიორი ქვეყნები და იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:🔵 ირანი - 152 480 დოლარის ღირებულების 46.95 ტონა🔵 უზბეკეთი - 14 120 დოლარის ღირებულების 8.08 ტონა🔵 ტაჯიკეთი - 18 410 დოლარის ღირებულების 7.12 ტონა🔵 თურქეთი - 19 540 დოლარის ღირებულების 1.75 ტონა🔵 გერმანია - 1 640 დოლარის ღირებულების 0.11 ტონა🔵 საბერძნეთი - 670 დოლარის ღირებულების 0.05 ტონაცნობისთვის, ქართულ ბაზარზე, სუპერმარკეტებში 1 კგ იმპორტირებული გარგარის ჩირი 45-70 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 400%-იანი ფასნამატით იყიდება.