ბრენდის წარმატებული ლოკალიზაცია ახალ ბაზრებზე: ავიასეილსის გამოცდილება

aviasales

ახალი ქვეყნის ბაზარზე შესვლა ნებისმიერი ბიზნესისთვის გამოწვევაა. აუცილებელია კულტურული თავისებურებების გათვალისწინება, მენეჯმენტის დაქირავება, ახალი საკომუნიკაციო არხების შექმნა და ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინება.

არ არსებობს ბრენდის ლოკალიზაციის უნივერსალური სტრატეგია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში იმუშავებს, თუმცა შესაძლებელია ზოგადი პრინციპებით ხელმძღვანელობა, რაც ნებისმიერი ბიზნესის წარმატებით გაფართოებაში დაგეხმარებათ. მათ შორის, მთავარია ადგილობრივი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება და ქვეყნის ტრადიციების პატივისცემა. ასევე, მნიშვნელოვანია კულტურულ კონტექსტში ჩაღრმავება - ადგილობრივი მაცხოვრებლების საზრუნავის, პრობლემების, იუმორისა და სხვა ნიუანსების გათვალისწინება.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

სერვისი თავდაპირველად 2007 წელს გამოჩნდა. მაშინ ის წარმოადგენდა ბლოგს, სადაც შეხვდებოდით ინფორმაციას და რეკომენდაციებს ავიაბილეთებზე საუკეთესო ფასების მოსაძიებლად. ვინაიდან მის მიმართ ინტერესი მომხმარებლების რაოდენობასთან ერთად გაიზარდა, ავიასეილსი მეტასაძიებო პლატფორმად გარდაიქმნა. მალე, სერვისის საშუალებით დაჯავშნეს პირველი ავიაბილეთი, რამაც მის მფლობელს პარიზში ჩაფრენის საშუალება მისცა.

ოთხი წლის შემდეგ, 2011 წელს პლატფორმა საერთაშორისო ბაზარზე გავიდა, როგორც ჰონკ-კონგში არსებული კომპანია Go Travel Un Limited-ის აქტივი. ხოლო უკვე 2012 წელს, ავიასეილსის აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 2 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. სწრაფი ზრდა მოითხოვდა ახალი, უფრო მოსახერხებელი პროდუქტების დანერგვას. ამიტომ, 2013 წელს სერვისმა ინტერაქტიური რუკა წარადგინა, რომელიც გეხმარებათ, უფრო სწრაფად იპოვოთ ხელსაყრელი შეთავაზებები.

ახალ ბაზრებზე აქტიური შესვლა - ასე შეიძლება ავიასეილსის უახლესი ისტორიის მოკლედ აღწერა. 2018-2019 წლებში სერვისი გამოჩნდა ყირგიზეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ყაზახეთსა და უკრაინაში. ამის შემდეგ, ახალ რეგიონებში ჯავშნების რაოდენობა 11-ჯერ გაიზარდა, მოგებამ კი 40%-ით მოიმატა.

თუმცა, ავიასეილსი ამაზე არ გაჩერებულა და უკვე 2023 წელს, სერვისი ოფიციალურად ხელმისაწვდომი გახდა მოგზაურებისთვის საქართველოდან.

ახალ ბაზარზე შესვლა და ადგილობრივი აუდიტორიის ლოიალობა

Aviasales მოგზაურებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, ამიტომ ბრენდის პოპულარიზაცია ორიენტირებულია შესაბამის ადგილობრივ კონტენტზე. ძალიან მნიშვნელოვანია რეაგირების სისწრაფე - კომპანიის სპეციალისტები პოპულარულ მიმებსა და სიტუაციებზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ და არა 2-3 დღის შემდეგ.

მაგალითად, როდესაც ალმათის აეროპორტში შიშველი კაცი შეიჭრა, ავიასეილსმა სწრაფად გააკეთა მიმი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. წინსვლის კიდევ ერთი კარგი მაგალითია Aygen-ის ფუთები, რომლებიც ალბათ, ყაზახეთში თითქმის ყველას სახლში მოიპოვება. ავიასეილსმა მისი გავლენით, საკუთარი მერჩი და საყიდლების ჩანთა გამოუშვა, რამაც საზოგადოების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Aviasales.kz — поисковик дешёвых авиабилетов (@aviasaleskz)

ადგილობრივ ინფლუენსერებთან თანამშრომლობა

მაგრამ ჩვენ მხოლოდ მიმებზე ორიენტირებული მარკეტინგით არ ვართ დაკავებული (თუმცა, მათ გვერდს ვერ აუვლი) - პოპულარიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბლოგერებთან თანამშრომლობა. ადგილობრივმა ინფლუენსერებმა ყველაზე უკეთ იციან, როგორ იმუშაონ აუდიტორიასთან: რა ტიპის მასალები შეეფერებათ მათ, სად რაზე შეიძლება ხუმრობა და რა თემაზე სჯობს თავის შეკავება. ავიასეილსის გუნდი არასდროს ერევა იმ კონტენტში, რომელსაც პარტნიორი ბლოგერები ქმნიან. ამგვარად ინფლუენსერებსა და მათ გამომწერებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ყალიბდება.

ასეთი პარტნიორობის ეფექტიანობის შესანიშნავი მაგალითი აჩვენეს უზბეკმა ბლოგერებმა. ავიასეილსთან ერთად, მათ მოგზაურობისას ძალიან კარგი საახალწლო კამპანია წამოიწყეს - ისინი უბრალო მუყაოზე სახალისო ფრაზებს წერდნენ, რომლებიც შემდეგ მათ ინსტაგრამ გვერდებზე გამოჩნდა. ამან მათი აუდიტორია გაამხიარულა და დადებითმა გამოხმაურებებმაც არ დააყოვნა.

ამ კამპანიის ნაწილი 5 ბლოგერი გახდა, რომლებიც განსხვავებულ თემატიკასა და აუდიტორიაზე მუშაობდნენ. მაგალითად, TROLL.UZ, რომლის ბლოგიც სოციალურ თემებს ეძღვნება, რეკომენდაციას გასცემდა, პომპეზური საქორწილო წვეულების ნაცვლად, თანხა რომანტიკულ მოგზაურობაში ჩაედოთ. ხოლო ცხოვრების სტილზე ორიენტირებულმა ინფლუენსერმა leo_17s მიმების კამპანია წამოიწყო მდიდარი ქმრის შესახებ.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TROLL.UZ (@troll.uz)

ადგილობრივი ენა კომუნიკაციის ცენტრში

იმისთვის, რომ ახალი ბაზრის აუდიტორიასთან ნამდვილად მჭიდრო კავშირი დამყარდეს, აუცილებელია იმავე ენაზე საუბარი, რომელსაც მოსახლეობის უმეტესობა იყენებს. ამიტომ, ავიასეილსი ყაზახეთში პოსტებს ყაზახურ ან რუსულ ენებზე აქვეყნებს, ხოლო აზერბაიჯანში მხოლოდ აზერბაიჯანულად.

ასეთი მიდგომა კორპორატიულ მესიჯბოქსს არა მხოლოდ უფრო გასაგებს ხდის პოტენციური კლიენტებისთვის, არამედ ბრენდის მხრიდან ადგილობრივი კულტურის პატივისცემასაც მოწმობს.

სხვათა შორის, ავიასეილსი ადგილობრივი მიმების, სიტუაციებისა და ხუმრობების ჩართვით, აზერბაიჯანში წარმატებით მიიწევს წინ. მაგალითად, სერვისს დეპუტატობის საკუთარი კანდიდატი ჰყავდა, რომლისთვის ხმის მიცემაც დალაიქებით შეიძლებოდა. ან სახალისოდ იქნა ათვისებული ადგილობრივი ახალგაზრდების სატკივარი ქორწილების სეზონზე, რაშიც დიდი ფული იხარჯება. მოკლე რილსებში Aviasales იმის შესახებ ხუმრობს, რომ ამ ქორწილების გამო, მოგზაურობისთვის ფულის გადანახვა შეუძლებელია. ასევე, აუდიტორიამ პოსტი მიიღო გვიანი საბჭოთა პრიმადონასგან, ილჰამა გულიევასგან. ამ ვიდეოში არტისტი ამტკიცებს, რომ ყველა მეგობარი, რომელიც თავისთვის მოგზაურობს და არა მასთან ერთად, მისთვის მკვდარია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Aviasales.az – aviabilet axtarışı sistemi (@aviasales.az)

ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობა

აუცილებელი არ არის, ახალ ბაზარზე ნულიდან მოიპოვოთ აუდიტორიის ნდობა - შეგიძლიათ იმ ადამიანთან ითანამშრომლოთ, რომელმაც ეს უკვე გააკეთა. წარმატებული პარტნიორობა მნიშვნელოვანი „აგურია“ ლოიალობის გზების შენების პროცესში: ეფექტური მარკეტინგული კამპანია ასოციაციურ კავშირს შექმნის პოპულარულ პროდუქტსა და ადგილობრივ ბრენდს შორის.

მაგალითად, 2022 წელს, ყირგიზეთში, ნაყინის პოპულარულ ადგილობრივ ბრენდ Fresco-სთან კოლაბორაციის შედეგად, გაჩნდა განსაკუთრებული ხაზი - „Aviasales-იდან მოგზაურობის“ გემოთი. თუმცა, მაშინაც კი, თუ ყველა მოგზაურს არ უყვარს ნაყინი, ყოველ მათგანს სჭირდება პასპორტი საზღვრის კვეთისთვის. ამიტომ, ყირგიზეთის ყველა მოქალაქე, რომელიც გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე digital.gov.kg-ის საშუალებით აფორმებდა ახალ დოკუმენტებს, მათ ავიასეილსის ბრენდირებული კონვერტებით იღებდა მოწოდებით „მოგზაურობა მთელს მსოფლიოში“.

შეჯამება

ადგილობრივ ბაზრებზე ავიასეილსის პოპულარიზაციის სტრატეგია იმიტომაა წარმატებული, რომ ის მთელ ნაციონალურ პოტენციალს იყენებს. ადგილობრივ ბლოგერებთან თანამშრომლობა გვეხმარება კულტურული კოდის უკეთ გაგებაში, აუდიტორიის ნდობის მოპოვებასა და კულტურული მითვისების თავიდან აცილებაში. ლოკალურ ენაზე კომუნიკაცია გვეხმარება, პოტენციურ კლიენტებამდე უკეთ მივიტანოთ „მესიჯი“, ხოლო ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობა ბრენდის ლოიალობის ამაღლებისა და გაყიდვების გაზრდის საშუალებას გვაძლევს.

ამ ხერხთა ერთობლიობა ახალ ბაზარზე განვითარებისა და პოპულარიზაციის საფუძველი და, ასევე, წარმატებული კონკურენციისა და დასამახსოვრებელი მედია კამპანიების შექმნის ინსტრუმენტია.