ევროპული ქვეყნები, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე ხელსაყრელია

შვეიცარია

PwC-ის ბოლო ანგარიშში შვეიცარია ბიზნესისთვის ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი რანგის ქვეყნები, რომლებიც ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო პირობების მქონედ ითვლება, ჩრდილოეთ ევროპაში მდებარეობს.

PwC-ის ანგარიშის მიხედვით, 40-დან 50-მდე ქულა მიენიჭა ქვეყნებს, რომლებიც ბიზნესის კეთებისთვის ჯერ კიდევ ვითარდება, თუმცა ახლაც საკმაოდ ლოიალური პირობები აქვს. ერთ-ერთ ყველაზე „განვითარებად“ ქვეყნად საბერძნეთი დასახელდა.

მოწინავე ქვეყნებს შორის შარშანდელ გამოკითხვასთან შედარებით რეიტინგი გააუმჯობესეს შვედეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა. ხოლო ნორვეგია მეორე ადგილიდან მეექვსეზე ჩამოქვეითდა. დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელი დარჩა და ისევ მეშვიდე ადგილს იკავებს. რეიტინგში საფრანგეთი ე.წ „წამყვანი“ ქვეყნების სიის ბოლოშია. 

ანგარიშის მიხედვით, შვეიცარია ყველაზე ძლიერია დამწყები ეკოსისტემის, კერძო ბიზნესის ლანდშაფტის განვითარებისთვის.

შვედეთმა მაღალი ქულა მიიღო იმაში, თუ როგორ უზრუნველყოფს პოზიტიურ და მხარდამჭერ გარემოს კერძო ბიზნესისთვის, ისევე როგორც დამწყებთათვის. ქვეყანამ ბიზნესის მდგრადობის კუთხითაც მიიღო მაღალი ქულა. სოციალური პასუხისმგებლობა და მმართველობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა ასევე უფრო მაღალი იყო შვედეთში, ვიდრე შვეიცარიაში.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გერმანიამ ბოლო თვეების განმავლობაში, განიცადა ტექნიკური რეცესია და მაღალი ინფლაცია, თუმცა მაინც მოახერხა თავისი საერთო მიმზიდველობის გაზრდა ბიზნესის კეთების მხრივ და მეოთხე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა.

გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები განიხილება, როგორც ქვეყნები, სადაც ტექნოლოგია და ინფრასტრუქტურა საუკეთესოდ ითვლება. პორტუგალიამ და ესპანეთმა მაკროეკონომიკური მოლოდინებით მაღალი ქულა მიიღეს.

წყარო: msn.com