იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ერთ წელიწადში ფასები 3,3%-ით გაიზარდა

წამლები

მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, ძირითად იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებსა და პრეპარატებზე, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ფასები 3,3 პროცენტით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი ზრდამ 0,8% შეადგინა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მთელი 2022 წლის განმავლობაში, აღნიშნულ ჯგუფში ფასები, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით მცირდებოდა, 2002 წლის მარტში 15%-იანი შემცირებაც კი დაფიქსირდა. 

შემცირების ტენდენცია გრძელდებოდა 2023 წლის განმავლობაში, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბით.

რაც შეეხება ფასების ცვლილებას წინა თვესთან შედარებით, როგორც აღინიშნა, აქ ზრდა 0,8%-იანი იყო, თებერვალში დაახლოებით 5%-იანი კლება დაფიქსირდა, იანვარში კი 5%-იანი ზრდა.

შეგახსენებთ, რომ  2022 წლის იანვარში საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები ამ სეგმენტში 70-80%-ით შემცირდა.

წყარო: jandava.ge