მედიკამენტების 500-ლარიანი დაფინანსების პროგრამით 126 ათასმა პირმა ისარგებლა

მედიკამენტები

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, მედიკამენტების 500-ლარიანი დაფინანსების პროგრამით 126 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

მისი თქმით, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ საპენსიო ასაკის მოქალაქეებს.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მერიის 500 ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით 126 ათასამდე მომართა იქნა დაფინანსებული. პროგრამა 2022 წელს დავიწყეთ, საპენსიო ასაკის სოც დაუცველი პირებისთვის არის განკუთვნილი. მედიკამენტები გაიცემა ექიმის დანიშნულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, 2024 წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის 10 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.