„მიყვარხარ საქართველო“ - ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შოუ „ევროვიზიაზე“

ნუცა ბუზალაძე

წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურსს შვე­დე­თი მას­პინ­ძლობს. დღე­ვან­დე­ლი დღე ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სცე­ნა­ზე ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტი წარ­დგა.

სა­ქარ­თვე­ლო ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ წა­რად­გი­ნა სიმ­ღე­რით "Firefighter". სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­თერ­თმე­ტე ნომ­რად გა­მო­ვი­და და უნდა ით­ქვას, რომ საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი ნო­მე­რიც შეს­თა­ვა­ზა მა­ყუ­რე­ბელს. ნუ­ცამ სცე­ნა­ზე ნამ­დვი­ლი ცე­ცხლი და­ან­თო. "მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო" - ამ სი­ტყვე­ბით და­ას­რუ­ლა ქარ­თველ­მა კონ­კურ­სან­ტმა გა­მოს­ვლა.

ნუ­ცას ბედი კონ­კურ­სში შე­სუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის ხმის მი­ცე­მა არ შე­ეძ­ლოთ, ამი­ტომ უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და გა­დამ­წყვე­ტი იყო. 7 წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ ნუ­ცამ შეძ­ლო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ფი­ნალ­ში გა­ეყ­ვა­ნა. 

ფი­ნალ­ში გა­და­ვიდ­ნენ: ლატ­ვია, ავ­სტრია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ნორ­ვე­გია, ის­რა­ე­ლი, სა­ბერ­ძნე­თი, ეს­ტო­ნე­თი, შვე­ი­ცა­რია, სა­ქარ­თვე­ლო, სომ­ხე­თი

ცნო­ბის­თვის, სიმ­ღე­რის მუ­სი­კი­სა და ტექ­სტის ავ­ტო­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი დარ­კო დი­მიტ­რო­ვი და მუ­სი­კო­სი ადა სატ­კა არი­ან. ნუ­ცამ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მათ "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" მუ­შა­ო­ბის15-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

კლი­პის რე­ჟი­სო­რი ზაზა ორაშ­ვი­ლია, მხატ­ვა­რი - შაკო პო­პი­აშ­ვი­ლი, ქო­რე­ოგ­რა­ფი - ლუ­ი­ჯი ალო­კა, კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნი ლაშა ჯო­ხა­ძე­სა და ალექ­სან­დრე ახალ­კა­ციშ­ვილს ეკუთ­ვნით, მონ­ტა­ჟის რე­ჟი­სო­რი კი - ნეს­ტან სინ­ჯი­კაშ­ვი­ლია.

🔵 შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის“კონ­კურ­სის მო­სა­გე­ბად მე­თექ­ვსმე­ტედ ბრძო­ლობს. უკვე ექ­ვსი წე­ლია, რაც ქვე­ყა­ნა კონ­კურ­სის ფი­ნალს მიღ­მა რჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მე-9 ად­გი­ლია, რო­მე­ლიც 2010 წელს სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, 2011-ში კი ჯგუფ­მა Eldrine და­ი­კა­ვეს.

🔵 შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ევ­რო­ვი­ზი­ის შიდა შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში 2017 წელ­საც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მომ­ღე­რალ­მა მა­შინ მე-2 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

🔵 წლე­ვან­დელ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" იან­ვარ­ში, პირ­და­პი­რი გზით, შიდა შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის გა­რე­შე და­ა­სა­ხე­ლა.