ქვეყნები, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს/ნაკლებს ცოცხლობენ - რომელ ადგილზეა საქართველო

ადამიანები

ზედიზედ მეორე წელია, რაც მსოფლიოში გლობალური სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა. პროცესი 2021 წელს პანდემიის დაწყებას უკავშირდება.

რეგიონების მიხედვით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი ევროპაშია - ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 80 წელია.

ქვეყნები, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე ხანგრძლივია, აზიისა და ევროპის მდიდარ ქვეყნებს წარმოადგენს და ესენია:, იაპონია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია და სამხრეთ კორეა - 84 წლით ისინი პირველ ადგილზე არიან. 

ანტირეკორდი აფრიკის ქვეყნებს ეკუთვნის. ჩადიში, ნიგერიასა და ლესოთოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 53 წელია.

უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნები, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე გრძელია, არის:

  • იაპონია - 84 წელი
  • ლიხტენშტეინი - 84 წელი
  • შვეიცარია - 84 წელი
  • სამხრეთ კორეა - 84 წელი
  • სინგაპური - 83 წელი
  • ავსტრალია - 83 წელი
  • ესპანეთი - 83 წელი
  • ნორვეგია - 83 წელი
  • შვედეთი - 83 წელი
  • ისლანდია - 83 წელი

ქვეყნები, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე ხანმოკლეა:

  • ჩადი - 53 წელი
  • ნიგერია - 53 წელი
  • ლესოთო - 53 წელი
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 54 წელი
  • სამხრეთ სუდანი - 55 წელი
  • ესვატინი - 55 წელი
  • კოტ დივუარი - 59 წელი
  • გვინეა - 59 წელი
  • მალი - 59 წელი

2021 წლის, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 201 ქვეყნიდან 106-ე ადგილზე იმყოფებოდა, სადაც სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 71 წელი იყო.

2022 წელს Central Intelligence Agency-ის ცნობით კი, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77 წელია. ამავე რეიტინგში 227 ქვეყნიდან საქართველო 89-ე ადგილს იკავებს.