რამდენი რესტორანი და კაფე-ბარი გაიხსნა/დაიხურა საქართველოში

კაფე-ბარი

2024 წლის 3 თვეში საქართველოში 31 ახალი რესტორანი და კაფე-ბარი გაიხსნა, - ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსისთვის“ საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მონაცემების თანახმად, ყველაზე ბევრი რესტორანი და კაფე-ბარი თბილისში გაიხსნა და მათი რაოდენობა 8-ს შეადგენს, დედაქალაქს მოსდევს აჭარა 6 ახალი ობიექტით, იმერეთი (7), ქვემო ქართლი (5), კახეთი (2), ხოლო შიდა ქართლში, გურიასა და სამეგრელო ზემო-სვანეთში თითო-თითო ახალი რესტორანი/კაფე-ბარი გაიხსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოში 24 რესტორანი და კაფე-ბარი დაიხურა. მათგან 10 აჭარაში, 4-4 თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში, ხოლო კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში 2-2. 

რაც შეეხება გასულ წელს, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით 992 რესტორანი და კაფე-ბარი გაიხსნა, 67 კი დაიხურა. ახალი ობიექტების უდიდესი ნაწილი - 372 დედაქალაქში მდებარეობდა, 299 აჭარაში, 89 იმერეთში, 48 ქვემო ქართლში, 40 კახეთში, 39 სამცხე-ჯავახეთში, 28 სამეგრელო-ზემო სვანეთში და ასევე, შიდა ქართლში, 19 მცხეთა-მთიანეთში, 17 გურიაში, ხოლო ყველაზე ცოტა - 13 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

ამასთანავე, დახურული ობიექტებიდან გასულ წელს 25 თბილისში მდებარეობდა, აჭარაში 14, ქვემო ქართლში 8, შიდა ქართლში 5, სამცხე-ჯავახეთსა და იმერეთში 4-4, გურიაში 3, კახეთში 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში თითო-თითო.