სამ თვეში ევროპაში 34 612 მიგრანტი ჩავიდა - რა გზას ირჩევენ მიგრანტები ევროპაში მოსახვედრად

მიგრანტები

მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წლის 26 მარტის მონაცემებით, ევროპაში 34,612 მიგრანტი ჩავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე პერიოდში 553 მიგრანტი დაიკარგა ან გარდაიცვალა.

მიგრანტები მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ყველაზე ხშირად საზღვაო გზას ირჩევდნენ. ჯამში, საანგარიშო პერიოდში, ევროპაში ზღვით 33 144 მიგრანტი ჩავიდა, ხოლო ხმელეთით 1 468.

საანგარიშო პერიოდში ევროპაში ყველაზე მეტი მოქალაქე შემდეგი 10 ქვეყნიდან მიდიოდა: 

🔵 მალი - 4 302 მიგრანტი

🔵 სენეგალი - 1 287 მიგრანტი

🔵 ბანგლადეში - 1 232 მიგრანტი

🔵 სირიის არაბთა რესპუბლიკა - 1 100 მიგრანტი

🔵 მავრიტანია - 1 001 მიგრანტი

🔵 მაროკო - 908 მიგრანტი

🔵 ტუნისი - 699 მიგრანტი

🔵 ეგვიპტე - 513 მიგრანტი

🔵 ალჟირი - 371 მიგრანტი

🔵 პაკისტანი - 273 მიგრანტი

რაც შეეხება გასულ წელს, ევროპაში 292,985 მიგრანტი ჩავიდა, აქედან 4,064 დაიკარგა ან დაიღუპა. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპაში მიგრანტთა მოცემული რაოდენობა 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2023 წელს ევროპაში ყველაზე ხშირად შემდეგი ქვეყნის მოქალაქეები მიდიოდნენ: სირიის არაბული რესპუბლიკა, მაროკო, სენეგალი, გვინეა, კოტ-დ'ივუარი, ავღანეთი, ტუნისი, ბანგლადეში და ეგვიპტე. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში 27 857 მიგრანტის ეროვნება იდენტიფიცირებული არ არის.