1716280684
სამართალდამცავებმა გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით, 63 პირი დააკავეს“, - განაცხადა დარახველიძემ.
1716305651
ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა.26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობებზე, ამომრჩეველთა განათლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა. მან, ასევე, ისაუბრა საუბნო საარჩევნო კომისიის პოტენციურ წევრთა სერტიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების შესახებ.„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ საქმიანობებს. ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, რა თქმა უნდა, აღნიშნული არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ საარჩევნო მთლიანობისა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. თანამშრომლობა ODIHR-თან ამ მხრივ გადამწყვეტია და მზად ვართ მისიის წარმომადგენლებს მივაწოდოთ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.გიორგი კალანდარიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ცესკოს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლოს ODIHR-ის მისიასთან და ხაზი გაუსვა მუდმივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა: „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ფასდაუდებელია ODIHR-ის მიერ გაწეული მხარდაჭერა და ზედამხედველობა. ჩვენ ორიენტირებულები ვართ გამჭვირვალობაზე და ღია ვართ კონსტრუქციული გამოხმაურებისთვის, რომელიც დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენი პრაქტიკა“.დღევანდელ შეხვედრას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მეგან ფიცჯერალდი, უფროსი მრჩეველი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების საკითხებში - ვლადიმირ მისევი, მრჩეველი/ოფიცერი საარჩევნო საკითხებში - ქსენია დაშუტინა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადმინისტრაციული და პროგრამის მთავარი ოფიცერი - ტიმ ნობლაუ ესწრებოდნენ.შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მას, ასევე, დაესწრნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წევრი დიმიტრი ჯავახაძე და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.
1716282047
ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქს ივნისში აუნთებს - Politicoევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებებს მიმდინარე წლის 25 ივნისს ოფიციალურად გახსნის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Politico ხუთ დიპლომატთან ანონიმური საუბრის შემდეგ ავრცელებს და წერს, რომ მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების თარიღი ემთხვევა ევროპული საბჭოს სამიტის პერიოდს.„როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა დეკემბერში კარი გაუღეს უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხთან დაკავშირებით, ეს შეფასდა როგორც ისტორიული ნაბიჯი, თუმცა ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების პროცესი კიევთან და კიშინიოვთან რამდენჯერმე გადაიდო უნგრეთის ოპოზიციის შეშფოთებებისა და ევროკავშირის არჩევნების გამო.ახლა ეს შეფერხება დასასრულს უახლოვდება. ხუთი დიპლომატის ინფორმაციით, რომელსაც ვესაუბრეთ, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად 25 ივნისს გაიხსნება“, - წერს Politico. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება უკრაინისთვის, რომელიც მესამე წელია რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის, იქნება მთავარი სტიმული.ამასთანავე, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გაწევრიანების გზაზე ხელშემშლელი ფაქტორი კვლავაც იქნება უნგრეთი, რომელიც სხვა მიზეზებთან ერთად აცხადებს, რომ აქვს გადაუჭრელი პრობლემა უკრაინაში მცხოვრებ უნგრელ უმცირესობასთან დაკავშირებით.Politico წერს, რომ უკრაინამ „უნგრეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ყველაფერი გააკეთა“, მათ შორის, როგორც დიპლომატები ანონიმურობის დაცვის მოთხოვნით გამოცემასთან აღნიშნავენ, მხარეებს შორის შედგა ორმხრივი მოლაპარაკებები „უნგრეთის შეშფოთებების გადასაჭრელად“.გამოცემა წერს, რომ გაწევრიანების კიდევ ერთი ხელშემშლელი ფაქტორია ნიდერლანდების ახალი მმართველი კოალიცია, რომელიც ეწინააღმდეგება გაფართოებას.„მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა ხელი მოაწერეს მმართველობით შეთანხმებას, არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ მათ ჯერ კიდევ არ ჰყავთ პრემიერ-მინისტრი, ახალი მთავრობა კი შესაძლოა, 25 ივნისამდე არ შედგეს“, - ვკითხულობთ სტატიაში.შეგახსენებთ, 2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია განიხილავდა, რომ ევროკავშირს დაეწყო გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა.უკვე მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გამოაცხადა.როგორც Politico იუწყება, უკრაინისა და მოლდოვისთვის კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნება 25 ივნისს.
1716280603
ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართებაირანის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია 30 მაისიდან 3 ივნისამდე მოხდება, ხოლო საარჩევნო კამპანიის პერიოდი 12-დან 27 ივნისამდე გაგრძელდება.შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.
1716280363
ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს - როგორია საქართველოს მაჩვენებელიმსოფლიოში 140 მილიონი ადამიანი უსახლკაროა, ხოლო 1,53 მილიარდი, შეუსაბამო თავშესაფარში ცხოვრობს.როგორც Worldpopulationreview.com 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს, ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი უსახლკარო მოსახლეობაა, ნიგერია და ინდოეთია. ამ ორიდან ყველაზე მეტი - 25 მლნ ნიგერიაში ცხოვრობს. ინდოეთი კი 18 მლნ ადამიანით ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება.ქვეყნების ათეული, სადაც ყველაზე მეტი უსახლკარო ცხოვრობს, ასეთია:1. ნიგერია - 25 მლნ2. ინდოეთი - 18 მლნ3. მექსიკა - 14 მლნ4. ბანგლადეში - 5,6 მლნ5. სირია - 5,3 მლნ6. ფილიპინები - 4,5 მლნ7. უგანდა - 4 მლნ8. არგენტინა - 3,5 მლნ9. პაკისტანი - 3 მლნ10. სუდანი - 3 მლნრაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში 304 010 უსახლკარო ადამიანია. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზერბაიჯანშია, სადაც უსახლკაროთა რაოდენობა 735 000 ადამიანია. რუსეთში უსახლკაროთა რიცხვი 11 285-ს შეადგენს, თურქეთში - 70 000-ს, ხოლო სომხეთის მონაცემები, აღნიშნულ სააგენტოს, ოფიციალურად არ მოეპოვება.Worldpopulationreview.com ასევე წერს, რომ ამ მხრივ საგანგაშო ვითარებაა ამერიკაშიც და უსახლკაროების პრობლემა შტატებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს იმპროვიზირებულ კარვებში და სხვა სახის საცხოვრებლებში.
1716275632
რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა დროებით მოხსნარუსეთის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვების დროებითი მოხსნის შესახებ, რომელიც 30 ივნისამდე იმოქმედებს. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია.დადგენილიების თანახმად, 1-ელი ივლისიდან შეზღუდვები კვლავ ძალაში შევა და 31 აგვისტოს ჩათვლით იმოქმედებს.მთავრობა წერს, რომ გადაწყვეტილება საავტომობილო საწვავის შიდა ბაზრის გაჯერების გათვალისწინებით, ასევე, საავტომობილო ბენზინის გადაჭარბების გამო ცალკეულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში გადამუშავების მოცულობის შემცირების თავიდან ასაცილებლად იქნა მიღებული. ამასთან, საჭირო გახდა პორტების გათავისუფლება საწვავის იმ მოცულობისგან, რომლის ექსპორტიც დაგეგმილი იყო, მაგრამ შეზღუდვების დაწესების შემდეგ უშუალო მწარმოებლების მიერ არ იქნა ექსპორტირებული. ცნობისთვის: ფედერაციის მთავრობამ გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის ნიველირების მიზნით ბენზინის ექსპორტი 1-ელი მარტიდან ექვსი თვის ვადით, 31 აგვისტოს ჩათვლით აკრძალა. ბენზიზე მოთხონა რუსეთში საზაფხულო შვებულებებისა და საველე სამუშაოების სეზონზე, ასევე, გადამმუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის დროს იზრდება, რისი კომპენსირებაც ხდება საჭირო. შეზღუდვა არ ეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე, მონღოლეთს, უზბეკეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, „სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთს.რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით გასულ წელსაც აიკრძალა, რომ საავტომობილო საწვავის შიდა ბაზარზე ფასები დასტაბილურებულიყო.