1715931359
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა, რომელმაც ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინარული პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები.
აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით. ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.
1716214536
ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრაცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.დემოკრატიული პროცესები და საარჩევნო ადმინისტრაციების როლი ამ მიმართულებით, ქვეყნების გამოცდილების განხილვა, გამოწვევები, რეფერენდუმის დაგეგმვა, ჩატარება და მისი მნიშვნელობა - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფორუმის ფარგლებში გამართული პანელის - სახელწოდებით „ძლიერი ინსტიტუციები: პირდაპირი დემოკრატიის წინსვლა, ხელშეწყობა და საარჩევნო ადმინისტრაციების ხედვა“ ნაწილში მხარეებმა განიხილეს. მოლდოვას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, რუმინეთისა და მექსიკის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ პანელურ დისკუსიაში გიორგი კალანდარიშვილმა სხვადასხვა მიმართულებით ვრცლად ისაუბრა. მათ შორის, პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციების როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ხაზი გაუსვა დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა უფლებამოსილებისა და ამომრჩევლების უშუალო მონაწილეობის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ პროექტებსა და საქმიანობებს და ისაუბრა ამ პროცესის მნიშვნელობაზე არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის ნაწილში. კალანდარიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. მან ფართო აუდიტორიას დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ცესკოს მიერ გამოყენებული საშუალებების, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების შესახებ, ასევე ინფორმირებული ამომრჩევლის მნიშვნელობაზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც როგორც მან აღნიშნა დეზინფორმაციით არასწორი აღქმების ჩამოყალიბების პრევენციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს.პანელური სესიის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარემ ტექნოლოგიურ ინტერვენციასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა. დისკუსიის ბოლოს კალანდარიშვილმა საარჩევნო კულტურის განვითარებაზე, ამ მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზეც ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კულტურის განვითარება და ინფორმირებული ამომრჩეველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.ამასთანავე, ფორუმის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რუმინეთის მუდმივმოქმედ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - ტონი გრებლას შეხვდა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში ამავდროულად გაიმართა მეორე შეხვედრაც, რომელსაც საქართველოს გარდა ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებიც. აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს 6-9 ივნისს დაგეგმილ ევროპარლამენტის და რუმინეთის ადგილობრივი არჩევნების მზადების პროცესზე, რომელსაც საქართველოს ცესკოს წარმომადგენლები შესაბამისი მოწვევის საფუძველზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დააკვირდებიან.15-18 მაისის გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური სესია საარჩევნო საკითხებზე, რუმინეთის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო ადმინისტრაციების მსოფლიო ასოციაციის (A-WEB) მიერ იყო ორგანიზებული.
1716212804
როგორი ამინდია მოსალოდნელი 21-23 მაისს საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე. მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 21 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22-23 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 21 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22-23 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 21 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22-23 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
1716191075
მთავრობა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩებზე დასასწრებ ბილეთებს დაასუბსიდირებს„კვირის ბოლომდე ელექტრონულ პლატფორმაზე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად, ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, დაახლოებით 2 000 გულშემატკივრისთვის პირდაპირი ფრენები უზრუნველყოფილი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1 000 გულშემატკივრისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვსაუბრობდით ავიაბილეთების სუბსიდირებაზე, რომლებიც უკავშირდება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს. 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს.ამისათვის კი მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და გაიაფება. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ უკვე ზომები და ხდება ჩარტერული რეისების სუბსიდირება, დანიშვნა სუბსიდირებით და ასევე ვახდენთ მთელი რიგი რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები, პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში, სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 000 გულშემატკივარს.დაახლოებით 2 000 გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1 000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი, სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს ექნება საშუალება, რომ თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, მოარგოს საკუთარ განრიგს ბილეთები, მას შეუძლია დაესწროს ერთ, ორ ან სამ მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე და შესაბამის ბილეთებს შეიძენს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები.ავიაბილეთის შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე. ამის შესახებ უახლოეს დღეებში დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. კვირის ბოლომდე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად ელექტრონულ პლატფორმაზე. ერთი გზის ფასი იქნება 195 ევრო,"- აღნიშნა პრემიერმა.
1716189323
თურქული სამზარეულოს კვირეული იწყება2024 წლის 21-27 მაისს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება ყველასთვის ცნობილი, თურქული სამზარეულოს კვირეული, სადაც იქნება ტრადიციული თურქული კერძებისა და მისი რეცეპტების პრეზენტაცია. თურქული სამზარეულოს კვირეული წელს ძირითადად ყურადღებას გაამახვილებს ეგეოსის ტრადიციულ კულინარიაზე, რომელიც ყველასთვის ცნობილია მსოფლიოში. ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ახორციელებს. მისი მიზანი ადგილობრივი კულინარიული კულტურის გაზიარება და პოპულარიზებაა მსოფლიოში.ისტორიის, კულტურისა და ბუნების შერწყმა – ეგეოსის სამზარეულოეგეოსის სამზარეულო გამორჩეულია საინტერესო ადგილებით, ულამაზესი ხედებითა და ადგილობრივი სამზარეულოთი, რომელიც კულინარიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას მოიცავს. იგი იუნესკომ 2010 წელს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადა. მასში შედის უგემრიელესი ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი, ადგილობრივი მცენარეები, ბოსტნეულები, ზღვის პროდუქტები და უგემრიელესი ღვინოები. წარმოსადგენი კერძების არასრულ ჩამონათვალს გთავაზობთ: ზეთისხილიეგეოსის სანაპირო ზეთისხილის წარმოებისთვის, ანატოლიის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ადგილად ითვლება დღემდე. მისი ტრადიცია საუკუნეებია გრძელდება, სწორედ ამიტომ ის რეგიონის სამზარეულოს ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება. ზეითუნის ზეთი არომატიზირებული მწვანილებით, როგორიცაა თიამი, როზმარინი და პიტნა, საუზმისა და ლანჩის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ეგეოსის რეგიონში.ყველიეგეოსის სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს თურქული ყველი, რომელიც თურქეთში ნებისმიერი ტიპის საუზმის დროს სუფრაზე დაგხვდებათ. აქ ცვალებადი კლიმატური პირობების გამო რძესა და ყველს აქვს უნიკალური გემო, რაც, ცხადია, ყველის საუკეთესო გემოს განსაზღვრავს. მათგან აღსანიშნავია, „ეზინეს თეთრი ყველი “, „კონიას ცისფერი ყველი“ , „ყარსის ძველი ყველი” და სხვ. თითოეულ ჯიშის ყველს თავისი წარმოშობის ისტორია და მომზადების განსხვავებული მეთოდები გააჩნია.თარჰანას წვნიანიიოღურთისა (მაწვნის სახეობა) და ხორბლის ფერმენტაციის შედეგად ვიღებთ თარჰანას, რომლის სისადავისა და სიმარტივის უკან საოცარი გემოების მრავალფეროვნება იმალება. ე.წ. მჟავე პური ანუ მჟავე საფუარით მომზადებული პური ბაზარზე ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. იგი არის წყლისა და ფქვილის კონტროლირებულ დონეზე მიღებული ფერმენტაციის შედეგი. ანატოლიაში ასეთი გამოთქმაც არსებობს: „თუკი სახლში მჟავე საფუარი გამოილევა, მაშინ იქ ბარაქაც გაქრება“. სწორედ ეს ფერმენტაციის პროცესი ქმნის თარჰანას წვნიანს.მოხარშული მწვანე წიწაკაასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ზეითუნის ზეთში მოხარშული მწვანე წიწაკა. თხელკედლიანი ბულგარული წიწაკა ორივესთვის ყველაზე სასურველია. ზეითუნის ზეთის კერძებში სასურველია საშუალო ზომის ან შედარებით პატარა წიწაკა. მის შიგთავსში შედის სანელებლები, როგორიცაა დარიჩინი და წიწაკა. იგი დაბალანსებულია სხვა ტიპის მწვანილებით მწვანილებით, როგორიცაა კამა და პიტნა.ჩაშუშული კრევეტებიჩაშუშული კრვეტები არის კერძი, რომელიც შემუშავდა თევზის რესტორნებში და დღეს კლასიკურ კერძად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ კრევეტების კერძი სახლში იშვიათად მზადდება, ის ტავერნებისა და თევზის რესტორნების ერთ-ერთ მოთხოვნად კერძად ითვლება.ლეღვის ჩირიკვირეულზე წარმოდგენილი იქნება ასევე უამრავი დესერტი, რომელთა შორისაც არის ლეღვის ჩირი. ლეღვის ჩირს ჭყლიტავენ და მას ურევენ ცხელ რძეს, რის შემდეგაც თითქმის ლეღვის იოგურტი იქმნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეცეპტში შაქარსაც ხშირად ურევენ, თქვენ შეგიძლიათ ის შაქრის გარეშეც დააგემოვნოთ, რადგან გემოსთვის ლეღვის სიტკბოც საკმარისია. ეს მას ჯანსაღ დესერტად აქცევს.სომატა (მწარე ნუშის შერბეტი)აღსანიშნავია მწარე ნუშის შერბეტიც. მის მოსამზადებლად ტკბილ და მწარე ნუშს ერთად ჭყლეტენ , ცოტა ხნით ტოვებენ წყალში და ფილტრავენ წვრილ ტილოზე. ამ გზით მიიღება ნუშის რძე. დარჩენილი ნუშის რბილობი გამოიყენება ფუნთუშების დასამზადებლად. სომატა საოცარ დესერტად ითვლება ზამთარსა და ზაფხულში.
1716188937
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავსსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.გიორგი ამილახვარი: “დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა!ჩემო ძვირფასებო, ყველა მეთორმეტე კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას.წინ უამრავი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე წელი გელით. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და შემართებით გააგრძელებთ ცოდნის გაღრმავებას.თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც საქართველოს განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, თითოეული თქვენგანი სასურველი პროფესიის დაუფლებით, სკოლაში მიღებულ განათლებასა და თქვენს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმართ.კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ, ვულოცავ ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებს, მშობლებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე!”