ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა - როგორია სტატისტიკა

ახალშობილები

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

ამასთან, გასულ წელს ცოცხლად დაბადებულთა შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა.

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (13 697 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (226 ბავშვი).