ყველაზე ძვირად ღირებული გზის მონაკვეთები, რომლის რეაბილიტაცია/მშენებლობა წელს იგეგმება

გზის მშენებლობა

გზების დეპარტამენტი, მიმდინარე წელს, გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას ჯამში 25 ლოკაციაზე გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, ყველაზე ძვირად ღირებული მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მშენებლობაა, რომელიც ჯამში - 245,886 მლნ ლარი ჯდება.

რაც შეეხება დასრულების თარიღს, ინდივიდუალურად, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, 2024 წლიდან 2026 წლამდეა გაწერილი. 

გთავაზობთ იმ ყველაზე ძვირად ღირებული გზების მონაკვეთების შესახებ ინფორმაციას, რომლის რეაბილიტაცია/ მშენებლობაც წელს იგეგმება:

🔵 საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა - გველეთის საავტომობილო გზის (კმ 0+440 კმ 4+490 მონაკვეთის) მშენებლობა - 245,886 მლნ ლარი;

🔵  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდიდ-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის (კმ141-კმ154 მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები -27,053 მლნ ლარი;

🔵  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-14) ქუთაისი (საღორია) - ბაღდათი - აბასთუმანი -ბენარას საავტომობილო გზის (კმ32+000-კმ47+800 მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები - 25,134 მლნ ლარი;

🔵  ფშაველი - აბანო - ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ლოტი II (კმ21.5-კმ25.5 მონაკვეთი) -16,352 მლნ ლარი;

🔵  რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი), გზის (კმ 11-კ19 მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები - 12,959 მლნ ლარი;

🔵  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის (კმ5-კმ15 მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები - 12,772 მლნ ლარი;

🔵  ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 12,655 მლნ ლარი;

🔵  რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) გზის (კმ0-კ10 მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები - 12,000 მლნ ლარი;

🔵  ჭიათურა-პერევისა-სვერი-თვალუეთი-გეზრულის საავტომობილო გზის (კმ22-კმ32 მონაკვეთის) რეაბილიტაცია - 11,982 მლნ ლარი;

🔵  ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ლოტი III (კმ25.5-კმ35.9) – 11,394 მლნ ლარი.