1715083062
აზერბაიჯანში შესაძლოა ელექტრონული სიგარეტის გამოყენება აკრძალონ
აზერბაიჯანში, ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის თავმჯდომარე თაჰირ მირკიშილი ელექტრონული სიგარეტის მოხმარების აკრძალვის წინადადებით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, მირკიშილის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ელექტრონული სიგარეტი მოწევის „მოდური“ სახეობაა, ფართოდ გავრცელებული ახალგაზრდებში, მაგრამ მომავალში ის ძალიან სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს.
„ უმეტეს ქვეყნებში ელექტრონული სიგარეტი აკრძალულია. აზერბაიჯანში მათი აკრძალვა არ არსებობს და ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტი შემოდის. თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ზიანი არ არის, შეგვიძლია ამ საკითხზე ინიციატივა გამოვიჩინოთ“, - აღნიშნა მან.
1715527105
400-ზე მეტი კლასიკური მანქანა 65 მოტოციკლი - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ბრიტანეთში უდიდეს კოლექციას ფლობს (ფოტოები)თავისი პირველი ავტომობილი, თითქმის ახალი Jensen FF ბრიტანელმა როჯერ დადინგმა 1968 წელს იყიდა. მაშინ, მან არ იცოდა, რომ შენაძენი უდიდესი კოლექციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნებოდა. თუმცა, დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგ, როჯერი 400-ზე მეტ კლასიკურ ავტომობილს და დაახლოებით 65 მოტოციკლს ფლობს.81 წლის უნიკალური ნაკეთობების მესაკუთრე ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში 14 000 ჩაკეტილ ავტოფარეხს ფლობს. სტუდია, სახელწოდებით Studio 434, სადაც გამოფენილია კოლექცია, დამთვალიერებლებისთვის ღიაა.როჯერი ჯერ კიდევ ყიდულობს კლასიკურ მანქანებს, რომ შემატოს მის კოლექციას. წარმოგიდგენთ იშვიათი განძიდან რამდენიმეს. ასტონ მარტინი- Lagondasაღნიშნული მოდელი მხოლოდ 645 ეგზემპლარი დამზადდა და როჯერი ფლობს 24-ს - ანუ მთლიანი წარმოების 4%-ს.AC 378 Zagato2012 წლის ჟენევის შოუზე გამოქვეყნებული, AC 378 GT Zagato აერთიანებს 434 ცხენის ძალის 6.2-ლიტრიან V8-ს. მისი ფასი 90 ათას ფუნტი იყო. თუმცა წარმოება არ გაგრძელებულა და აღნიშნულ ავტომობილს როჯერი განსაკუთრებულად უფრთხილდება.ფერარი 246 "Dino"დადინგის კოლექციაში შემავალი 11 ფერარიდან ერთ-ერთი- Dino, არის როჯერის საყვარელი ავტომობილი.სამხედრო Austin Sevenპირველი სამხედრო სკაუტური მანქანები Austin Sevens-ის მიხედვით შეიქმნა. უცნობია, რა რაოდენობით დამზადდა თავად ეს მოდელი, მაგრამ მათგან უმეტესობა გადაეცა სამეფო არტილერიას, რათა ბატარეების მეთაურებს სადამკვირვებლო პუნქტებს შორის გადაადგილება შეძლებოდათ.პედლებიანი მანქანებიროჯერი არ აგროვებს მხოლოდ სრული ზომის მანქანებს - მას ასევე აქვს მოდელები. ნამდვილ მანქანათა რიგებს შორის არის უამრავი პედლებიანი მანქანა. მათ შორისაა Jaguar XK120, Aston Martin DB5 და ეს ორი Austin J40 - რომლებიც ახლა უფრო ღირებულია ვიდრე ბევრი სრული ზომის Austin.Zagato Zeleდიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ელექტრომობილი პრიორიტეტული გამხდარიყო. ფოტოზე აღბეჭდილი ელექტრო მობილი თითქმის 50 წლის წინ დამზადდა. ეს იყო Zagato Zele, რომელიც იწარმოებოდა 1974-დან 1976 წლამდე. მანქანა ოფიციალურად ხელმისაწვდომი იყო დიდ ბრიტანეთში, Bristol Cars-ის მფლობელის ტონი კრუკის მეშვეობით.48-ცილინდრიანი კავასაკი420 მანქანის გარდა, როჯერს ასევე აქვს დაახლოებით 65 მოტოციკლი მის კოლექციაში. ზოგი იშვიათია, ზოგი ნაკლებად. მათ შორის არის ეს უნიკალური 48 ცილინდრიანი კავასაკი.Austin Seven თეთრი კურდღელიეს სუპერმუხტიანი ერთადგილიანი ავტომობილი 1930-იანი წლების დასაწყისში და 1963 წლამდე მხედველობიდან გაქრა. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ის ინახებოდა სხვადასხვა ფარდულებში და ელოდა რესტავრაციას. საბოლოოდ ის სანამ როჯერმა 2012 წელს აუქციონზე იყიდა. თუმცა მას წარმოდგენაც არ ჰქონდა მის ისტორიაზე - უბრალოდ მოეწონა.წყარო: msn.com
1715525538
რუსები აფხაზეთის ჩათვლით საქართველოში მინიმუმ ორჯერ მეტად მგზავრობენ, ვიდრე დანარჩენ უცხო ქვეყნებშიმიმდნიარე წლის იანვარ-მარტში იმ მიმართულებებს შორის, სადაც რუსები ყველანაირი მიზნით ყველაზე ხშირად მგზავრობდნენ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხზეთი ლიდერობს. ამის შესახებ უშიშროების ფედერალური სამსახურის, ანუ “ეფესბეს” სასაზღვრო სამსახურის მიერ გასაჯაროვებულ სტატისტიკურ მონაცემებში წერია.“ეფესბე” აფხაზეთისგან ცალკე ასახელებს საქართველოს, რომელიც, ასევე, წამაყვან ათეულში მოხვდა და მე-8 ადგილზეა.კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აფხაზეთში რუსებმა 899,1 ათასჯერ იმგზავრეს, რაც, 2023 წლის ანალოგიური პერიოდის 883,5 ათას მგზავრობასთან შედარებით, 1,8%-ით მეტია. დანარჩენ საქართველოში რუსებმა შარშანდელი პირველი კვარტლის 135,1 ათას მგზავრობასთან შედარებით, წელს 196,82 ათასჯერ იმგზავრეს, რაც 45,7%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ მზარდი პროცენტული დინამიკით საქართველოს მხოლოდ ჩინეთი უსწრებს, სადაც რუსების მგზავრობები იანვარ-მარტში ყველაზე მეტად, 320,7%-ით გაიზარდა.“ეფესბეს” რეიტინგში აფხაზეთი უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ჩინეთი, ეგვიპტე და სხვ. თუმცა თუ აფხაზეთის გარეშე “ეფესბე” საქართველოს მე-8 პოზიციაზე ასახელებს, აფხაზეთთან ერთად ქვეყანას რეიტინგში ყველაზე მეტი მაჩვენებელი უგროვდება და რუსების მგზავრობების რაოდენობით დანარჩენ ქვეყნებს, თითქმის, 2-ჯერ და მეტად უსწრებს. კერძოდ, აფხაზეთთან ერთიანი მაჩვენებლით საქართველოში იანვარ-მარტში რუსების, თითქმის, 1,1 მლნ მგზავრობა ფიქსირდება, მაშინ, როცა მეორე ადგილზე გასული თურქეთის მაჩვენებელი 643,81 ათას მგზავორბას შეადგენს.ამდენად, “ეფესბეს” სასაზღვრო სამსახური მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში რუსები ნებისმიერი მიზნით ყველაზე ხშირად მგზავრობდნენ:🔵 აფხაზეთში (საქართველო) – 899,1 ათსჯერ (2023 წლის 1 კვ-თან შედარებით +1,8%)🔵 თურქეთი - 643,81 ათასჯერ (-1,5%)🔵 საემიროები - 572,23 ათასჯერ (+16,1%)🔵 ყაზახეთი - 486,9 ათასჯერ (-12,6%)🔵 ტაილანდი - 486,85 ათასჯერ (+18,5%)🔵 ჩინეთი - 336,99 ათასჯერ (შარშანდელ 77,72 ათასთან შედარებით +320%)🔵 ეგვიპტე - 300,43 ათასჯერ (+8,4%)🔵 საქართველო - 196,92 ათასჯერ (+45,7%)🔵 სომხეთი - 194,66 ათასჯერ (-14,9%)🔵 ესტონეთი - 155,58 ათასჯერ (+22%)მთლიანობაში, საზღვარგარეთ რუსების 5,329 მლნ მგზავრობა დაფიქსირდა, რაც 2023 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე, ანუ 4,896 მლნ მგზავრობაზე 9%-ით მეტია. ამ საერთო მაჩვნებელში ტოპ 10 მიმართულების წილი 80%-ს, ანუ 4,263 მლნ მგზავრობას შეადგენს.ცნობისთვის: “ეფესბეს” სასაზღვრო სამსახურის სტატისტიკაში გათვალისწინებულია რუსეთის მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რაოდენობა ნებისმიერი მიზნით, როგორიც არის საქმიანი, სამუშაო, ტურიზმი, კერძო დანიშნულება, სწავლა, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა, ასევე, „სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება“ და „სამხედრო სამსახური.“ მეთოდოლოგიის მიხედვით, თუ ერთი და იგივე მოქალაქე საანგარიშო პერიოდში თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არაერთხელ მგზავრობს, “ეფესბეს” მონაცემებში ის აისახება მხოლოდ იმდენჯერ, რამდენჯერაც სახელმწიფო საზღვარს ერთი მიმართულებით კვეთს, ანუ საუბარია არა მგზავრების, არამედ მგზავრობების რაოდენობაზე.
1715422020
სწრაფი კვების ბრენდ „ბუშმალას“ დამფუძნებელი, ნოდარ ტურაშვილი დააკავესსწრაფი კვების ბრენდ „ბუშმალას“ დამფუძნებელი, ნოდარ ტურაშვილი დააკავეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში 18:32-ზე თავად დაწერა:„ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო“. მეგობრების ცნობით, ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.ბოლო პერიოდში, ნოდარ ტურაშვილი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე აქტიურად ათავსებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერ პოსტებსა და ვიდეოებს.„კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.
1715418240
სენატორი ჯიმ რიში - ეს დაშინება უნდა შეწყდესშეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნე გახდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი ჯიმ რიში „ტვიტერზე" წერს, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებას ეხმაურება.მისი თქმით, „ეს დაშინება უნდა შეწყდეს“.„შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნე გახდნენ საქართველოში ინიცირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტისადმი მათი წინააღმდეგობრივი პოზიციის გამო. ღია დემოკრატიაში ყველა ხმა უნდა იქნეს გაგონილი. ეს დაშინება უნდა შეწყდეს," - წერს რიში.
1715416130
გაიწვიეთ კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, წავახალისებთ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე - კონგრესმენები კობახიძეს10 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი.ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის წერილს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.მათივე ცნობით, წერილის ბოლოს, კონგრესში საგარეო პოლიტიკის წამყვანი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან კოლეგა სენატორებს, რომლებიც საქართველოსთვის განსაზღვრული, ამერიკის ფულადი დახმარების გადახედვას არ გამორიცხავენ. ამასთან, შესაძლოა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის „საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“. ორპარტიულ მიმართვას პრემიერისადმი სხვებთან ერთად ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის წევრები, კონგრესმენები: მაიკლ მაკკოლი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თომას კინი - ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, უილიამ კიტინგი, გრეგორი მიქსი, ოსტინ სკოტი, ჯერალდ კონოლი და სხვები.„გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ხელახლა შემოიტანა, ერთი წლის შემდეგ, რაც მან სამართლიანად ამოიღო იგი განხილვიდან. ეს კანონპროექტი ძირეულად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის მიერ განცხადებულ სურვილს, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციის შესახებ და აშშ-საქართველოს 2009 წლის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სულისკვეთებას, რომელსაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, თქვენს ქვეყანაში რუსეთის ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და ხელახლა აიღოს საქართველოს [სახელით] ვალდებულება, რომ გააფართოებს დემოკრატიას და ეკონომიკურ თავისუფლებას, დაიცავს მის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, განამტკიცებს კანონის უზენაესობას და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ქარტიაშია ამოტვიფრული.ნათლად ჩანს, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის საბაბი არის კონტროლის დაწესება იმავე პარტნიორებზე, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდნენ ქართველი ხალხის გვერდით, მათი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მარტივად რომ ვთქვათ, ამ კანონპროექტის მიღება ძირს უთხრის ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს.ჩვენ უარვყოფთ იმ მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი შედგენილია აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით. ამის ნაცვლად, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ შემოთავაზებული კანონპროექტის მსგავსებაზე ვლადიმირ პუტინის მიერ 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონთან „უცხოეთის აგენტების“ წინააღმდეგ, რომელიც ასევე „გამჭვირვალობის“ საბაბით მართლდებოდა. მოგეხსენებათ, რომ იქიდან მოყოლებული, ამ კანონს პუტინი და მისი ავაზაკები ოპოზიციის გასაქრობად იყენებენ, რამაც დაასრულა რუსეთის დაღმასვლა საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენი რწმენით, ქართველ ხალხს უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი სურს და [ამას] იმსახურებს. ამ კანონის მიღება საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მავნე გავლენის გავრცელების საშუალებას იძლევა.ასევე ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა, რომელიც ამ კანონპროექტს ახლავს თან. 29 აპრილს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დასჯის“ ოპოზიციას, ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის.🔵 ბ-ნი ივანიშვილი გამოსვლაში ასევე მიუთითებდა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ შეერყიათ საქართველოს სუვერენიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათშორის - 16 წლის მანძილზე მას შემდეგ, რაც 2008 წელს, რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო საქართველოს ნაწილი. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს. ჩვენი შეშფოთება კიდევ უფრო გააღრმავა თქვენი მთავრობის რეაგირებამ, რაც კანონპროექტის ხელახლა ინიცირების წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა. ჩვენთვის ცნობილია ათობით მომიტინგის თაობაზე, მათ შორის - ამერიკის მოქალაქეებზე, რომლებიც ქუჩიდან გაიტაცეს და პოლიციაში სცემეს. გასულ კვირას, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ასევე თქვენი პარლამენტის მოქმედი წევრია, თბილისის ქუჩებში ხელისუფლების სპეცრაზმმა სცემა.საინტერესოა, რომ ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა და ფაშისტურმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა განაცხადა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი კანონპროექტს მხარი დაუჭირა.🔵 ის, რომ თქვენს ქმედებებს მოჰყვა დაგმობა თქვენი ქვეყნის უახლოესი პარტნიორების მხრიდან და ქება იმ ქვეყნისგან, რომელიც იკავებს თქვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ს, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ საქართველოს არასწორ გზაზე აყენებთ. საქართველოში სიტუაცია ნათელია. მთავრობას შეუძლია აირჩიოს, რომ მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმებს, ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ არაბუნდოვნად ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ურთიერთობის ხასიათის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ავტორიტარული მოქმედება ბელარუსში და 2004-ში ორპარტიულად მიიღო ბელარუსის დემოკრატიის აქტი, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ შემდგომ თავდასხმებს საქართველოს აყვავებულ, ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ის იმსახურებს. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ხელს უშლის ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარული ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურების მიზნით. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ეს დამაზიანებელი კანონმდებლობა არ გაუქმდება, ჩვენ შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების წახალისებაში, მათ შორის - აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის თაობაზე, შეერთებულ შტატებში სავიზო რეჟიმის გაფართოებისა და ფინანსური სანქციების ჩათვლით მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე”, - ნათქვამია წერილში.