ბანკების მიმართ მომხმარებლების საჩივრები 41,2%-ით გაიზარდა

მომხმარებლების საჩივრები

2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები 41,2%-ით გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ორ თვეში მათ მიმართ მომხმარებლების მხრიდან 2 339 საჩივარი დაიწერა, 2022 წლის იგივე პერიოდში - 1 656.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში დაფიქსირებული პრეტენციებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე დაფიქსირდა. 

უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2024 წლის თებერვალში) ასე გამოიყურება:

🔵 მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1 021 განაცხადი;

🔵  სამომხმარებლო სესხი - 629 განაცხადი;

🔵  საკრედიტო ბარათი - 120 განაცხადი;

🔵  ინტერნეტბანკი – 102 განაცხადი;

🔵  იპოთეკური სესხი - 66 განაცხადი.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 898 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები - 604 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ადმინისტრაცია/მომსახურება 389 საჩივრით და ა.შ.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში 2 339 საჩივრიდან ბანკებმა 1033 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 388 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 913 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 5-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.