Bristol Myers–ი BioNTech-ს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის ლიცენზიისთვის 11.1 მილიარდ დოლარამდე გადაუხდის

მსოფლიო 1748933923
Bristol Myers–ი BioNTech

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Bristol Myers Squibb გერმანულ BioNTech-ს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის BNT327-ის ლიცენზიისთვის 11,1 მილიარდ დოლარამდე გადაუხდის.

როგორც კომპანიების ერთობლივ პრესრელიზშია ნათქვამი, BioNTech-ი წინასწარ 1.5 მილიარდი დოლარის ავანსს, ასევე 2028 წლის ბოლომდე, წლიურ გადახდებს ჯამში 2 მილიარდი დოლარის ოდენობით მიიღებს. გარდა ამისა, გერმანულ კომპანიას უფლება ექნება, გარკვეული ეტაპების მიღწევის შემდეგ 7.6 მილიარდ დოლარამდე მიიღოს შუალედური გადახდების სახით.

ამავე დროს, პარტნიორები თანაბრად გაიყოფენ განვითარებისა და წარმოების ხარჯებს, ასევე მოგებას (ან ზარალს).

ვრცლად interfax-ზე