• Ƀ/$

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, გრძელვადიანად ლარის კურსს საფრთხე არ ემუქრება

2 ნოემბერი 19:14, 2017 წელი | ფინანსები

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საშუალოდ და გრძელვადიანად, ლარის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ არჩილ მესტვირიშვილმა მედიასთან ლარის გაუფასურების ტენდენციაზე საუბრისას განმარტა.

მისივე თქმით, კურსის განმსაზღვრელ ფაქტორებზე დაკვირვებით, ყველაფერი პოზიტიურადაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო და გრძელვადიანად კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.


"მოლოდინები არის, რაც შეიძლება დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი იყოს, მაგრამ ეს არის კონკრეტული ბიზნესსუბიექტების გადაწყვეტილება, რომლებიც თავიანთი მოლოდინებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას, რაც, ბუნებრივია, კურსზე გავლენას იწვევს. თუ ამას მოჰყვება აჟიოტაჟი, ეს კურსის გავლენაც, ბუნებრივია, უფრო და უფრო მაღალი იქნება. ჩვენ გვინახავს უფრო მეტი გაუფასურება, მაგრამ გაუფასურება შემდეგ იწვევს საპირისპირო პროცესებს, ერთი, რომ მოლოდინების მილევა ხდება და მეორე ფუნდამენტური ფაქტორების უფრო გაუმჯობესება, რაც გაუფასურების შეტრიალებას იწვევს. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ საფრთხე ექმნება ინფლაციას, ჩვენ გვაქვს ყველანაირი ინსტრუმენტი და მას გამოვიყენებთ", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.


30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5873 ლარი შეადგინა. 


მსგავს თემაზე:

"ქართულ ოცნებაში" ლარის კურსის დაცემას კვლავ საგარეო ფაქტორებს უკავშირებენ



სხვა სიახლეები