• Ƀ/$

ბიტკოინმა აბსოლუტური რეკორდი დაამყარა – $10 000

28 ნოემბერი 15:25, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

ბიტკოინმა ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. პოპულარული კრიპტოვალუტის კურსი პირველად ასცდა 10 000 აშშ დოლარის ნიშნულს და $10 469 შეადგინა.

რეკორდი სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა, სადაც ბიტკოინმა ფასში მას შემდეგ მოიმატა, რაც ქვეყნის ერთ–ერთმა მსხვილმა ბანკმა Shinhan Bank–მა განაცხადა, რომ მომხმარებლებს ამ კრიპტოვალუტაშიც მოემსახურება. ბანკმა უკვე შესთავაზა კლიენტებს, ჩაერთონ ახალი პროდუქტის ტესტირებაში.


იმის მიუხედავად, რომ კორეის ცენტრალური ბანკი არ აღიარებს ციფრულ ფულს ვალუტად, ის არ აპირებს რაიმე დამატებითი რეგულაციების შემოღებას.


კორეაში კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა კოლოსალურია. ბიტკოინის მიერ ბოლო დროს დამყარებული ყველა რეკორდი ამ ქვეყანაში დაფიქსირდა.


სხვა სიახლეები