• Ƀ/$

სანქციებისგან თავის დასაღწევად პუტინმა „კრიპტორუბლის“ შემუშავების ბრძანება გასცა

3 იანვარი 11:55, 2018 წელი | ფინანსები

რუსი სპეციალისტები კრიპტოვალუტას ქმნიან, რომლის მიზანსაც ქვეყნისთვის საერთაშორისო სანქციებისაგან თავის დაღწევაში დახმარება წარმოადგენს.

ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ Financial Times-ზე დაყრდნობით წერს.


პრეზიდენტმა პუტინმა სამთავრობო უწყებებს „კრიპტორუბლის“ შექმნა დაავალა, – წერს Financial Times მოსკოველი მაღალჩინოსნის ნათქვამზე დაყრდნობით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.


კრიპტოვალუტა ფინანსური ოპერაციების რუბლებში წარმოების საშუალებას იძლევა და, ამავე დროს, თავიდან აარიდებს ქვეყანას სანქციებს, რომლებიც ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებს ზღუდავენ.


თუმცა, რუსეთი ჯერ კიდევ შორსაა კრიპტოვალუტის გამოშვებისგან, წერს Financial Times. გამოცემა აქვე აღნიშნავს, რომ მოსკოვის მიერ კრიპტოვალუტის გამოშვება შეერთებულ შტატებს რუსეთის ეკონომიკაზე გავლენის შესაძლებლობებს შეუმცირებს.


რუსეთის მიერ კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ განცხადება იმ დროს გაჟღერდა, როდესაც აშშ–ის მარეგულირებელი და კანონმდებლები ამ ტექნოლოგიის ათვისებაზე მუშაობენ.


სხვა სიახლეები