პოსტში აღნიშნულია, რომ ცუკერბერგი კრიპტოვალუტების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლას გეგმავს, რათა ისინი სოციალური ქსელის მომხმარებელთა სასარგებლოდ უკეთესად გამოიყენოს. მარკის სიტყვების ქვეტექსტში ბევრმა ამოიკითხა მისი განზრახვა – შექმნას ახალი კრიპტოვალუტა FaceCoin. ამის შესახებ ჭორები ისედაც დიდი ხანია ვრცელდება.
ნიშანდობლივია, რომ პრიპტოვალუტის პირველი მილიარდერები ცუკერბერგის პირადი მტრები – ძმები უინკლვოსები გახდნენ. მათ ცუკერბერგთან Facebook-ის პირველი ნაბიჯების დროს ჰქონდათ სასამართლო დავა. ამის შემდეგ კი საკუთარი სახსრები ბიტკოინში დააბანდეს.