ბიტკოინის ღირებულება 17 ათასიდან 16 ათას დოლარამდე შემცირდა. ეთრიუმის ფასი 11%-ით გაიზარდა და მეორე ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ეს ზრდა საკმარისი არ იქნებოდა რიპლი 16.6%-ით რომ არ გაუფასურებულიყო. ბიტკოინ ქეშის ღირებულება 2500 დოლარამდე შემცირდა. კარდანოს ფასი $1-ს ჩამოსცდა. ნემი მცირედით გამყარდა. ლაითკოინი 11.5%-ით გაუფასურდა და მეშვიდე აგილზე ჩაინაცვლა. სტელერი 5%-ით გაუფასურდა. ტრონი და იოტა უმნიშვნელოდ გამყარდნენ.
სხვა ვალუტებიდან ქიუტუმი 37%-ით გაუფასურდა, იკონი კი ამდენივეთი გამყარდა. დენტაკოინი 24 საათში 180%-ით 1 კვირაში კი 1080%-ით გამყარდა.