• Ƀ/$

ჩერნობილში მზის ელექტროსადგური ააშენეს

10 იანვარი 18:39, 2018 წელი | კომპანიები

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე უკრაინა პირველი მზის ელექტროსადგურის გაშვებას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France-Presse ავრცელებს.


კონსტრუქტორების მონაცემებით, ელექტროსადგური დენით დაახლოებით 2000 ოჯახს დააკმაყოფილებს. თუმცა, მზის სადგურის დანიშნულება თვით ატომური ელექტროსადგურის სისტემის მომარაგებას მოხმარდება.


სადგური იმ სარკოფაგის სიახლოვეს ააშენეს, რომელიც აფეთქებულ ენერგობლოკს ფარავს.


უკრაინის ხელისუფლებამ ინვესტორებს კატასტროფის ადგილზე 2,5 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი შესთავაზეს ანალოგიური ელექტროსადგურების ასაშენებლად. ამ ტერიტორიით, ოფიციალური მონაცემებით, 60 უცხოური საინვესტიციო კომპანია დაინტერესდა, მათ შორის აშშ–დან, დანიიდან, ჩინეთიდან და საფრანგეთიდან.


ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის აფეთქება 1986 წელს მოხდა, რის შემდეგაც უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ეს ტერიტორია, მაღალი რადიაციული ფონის გამო, დღემდე უვარგისია საცხოვრებლად.


სხვა სიახლეები