• $/GEL 2.4641
  • €/GEL 3.0782
  • £/GEL 3.4675
  • TRY/GEL 0.6572
  • AZN/GEL 1.4539
  • AMD/GEL 5.1144
  • ₽/GEL 4.3669
  • Ƀ/$

კრიპტოვარდნა გრძელდება

15 იანვარი 09:57 | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარი ვარდნას განაგრძობს. ჯამური კაპიტალიზაცია 705 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.

ბიტკოინი კიდევ 2.4%-ით გაუფასურდა. უკვე მეორე დღეა რაც 14000 დოლარიან ზღავრს ხელახლა ჩამოსცდა. 6 იანვრის შემდეგ მისი ფასი დაღმავალ ტრენდს ინარჩუნებს. ეთერიუმის ფასი 2%-მდე დაეცა, თუმცა კვირის განმავლობაში 11 პროცენტითაა გამყარებული.  რიპლი, ბიტკოინ ქეში, იოტა, სტელერი, ნემი, იოტა გასული 24 საათის განმავლობაში თითოეული მათგანი 0.2-5.3 პროცენტის ფარგლებში გაუფასურდა. ნეო გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელიც 12.8%-ით გამყარდა.


რაც შეეხება სხვა ციფრულ ვალუტებს რამდენიმე დღიანი გამყარების შემდეგ ბიტტკოინ გოლდის ღირებულება მკვეთრად, 18%-ით დაეცა. ტრონის - 12%-ით, ამ უკანასკნელის ფასი ბოლო 1 კვირაში განახევრდა. ბაიტკოინი 5%-ით გაუფასურდა, დოგკოინი 12%-ით. მცირედითაა გამყარებული იკოინი, ქიუტუმი და ლისკი.



სხვა სიახლეები