• Ƀ/$

აზერბაიჯანის მსო-ში გაწევრიანება ეკონომიკის რეფორმების შედეგებზეა დამოკიდებული

16 იანვარი 20:24, 2018 წელი | ეკონომიკა

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგების გაცნობის შემდეგ ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ვადების განხილვა დაიწყება.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაჰმუდ მამედკულიევმა განაცხადა.


„მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეალური ეკონომიკის სექტორის დივერსიფიკაცია თავის შედეგებს გამოიღებს და ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებები სტაბილურ ზრდას აჩვენებს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების კონკრეტულ ვადებზე საუბარი გახდება შესაძლებელი. ამ მიმართულებით, ეკონომიკური რეფორმების პირველი შედეგები 2020 წლისთვის გამოჩნდება“, – განაცხადა მამედკულიევმა ჟურნალ Caspian Energy-სთან ინტერვიუში.


მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი, აზერბაიჯანის მსო-ში გაწევრიანების საკითხზე, ჟენევაში, 2017 წლის ივლისში გაიმართა. მინისტრის მოადგილის თქმით, „აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაციამ ორმხივი შეხვედრები გამართა აშშ-ის, ევროკავშირის, იაპონიის, ტაილანდის, ბრაზილიის, რუსეთის, შვეიცარიისა და ინდოეთის წარმომადგენლებთან“.


აზერბაიჯანმა მსოლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 1997 წელს გააკეთა.


საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსს საქართველო 2000 წლიდან ატარებს. სწორედ საქართველოს ვეტოს გამო გაჭიანურდა რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრების ერთობლივი კონტროლის შეთანხმების სანაცვლოდ, საქართველომ 2011 წელს მხარი დაუჭირა მოსკოვის ორგანიზაციაშიმ გაწევრიანებას.


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობა განისაზღვრა 1986-94 წლების მოლაპარაკებებით, რომელსაც ურუგვაის რაუნდებსაც უწოდებენ. WTO-ს მიზანი მსოფლიოში ლიბერალური საერთაშორისო ვაჭრობის სისტემის განვითარებაა. WTO-მ ფუნქციონირება ოფიციალურად ურუგვაის რაუნდის შემდეგ, 1995 წლის 1 იანვრიდან დაიწყო.


სხვა სიახლეები