სოფლის მეურნეობა
ცხვარი
„წელს ჭირით ძალიან ბევრი ბატკანი დაიხოცა“ - ბექა გონაშვილი

„წელს ჭირით ძალიან ბევრი ბატკანი დაიხოცა და უკვე ძალიან დიდი ზარალია“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბექა გონაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჭირი ძირითადად ახალგაზრდა ცხოველს ემართება, თუმცა საქართველოში საპრევენციოდ აცრები არსებობს, მაგრამ მეცხვარეები ამ გზას როგორც წესი, არ მიმართავენ ან თუ მიმართავენ, უკვე დაგვიანებულია.„ჭირის აცრები არსებობს, უბრალოდ ჩვენთან, როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ფერმერების უმეტესობა ძალიან იგვიანებს და როდესაც ცხოველი კვდომას იწყებს, მაშინ იწყებენ ვაქცინაციას და ლოგიკურია, რომ ვეღარ შველიან“, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.ბექა გონაშვილის თქმით, ამას ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანმა აკრძალა ცხვრის იმპორტი, საიდანაც პირუტყვი ერაყშიც გადიოდა.„რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. „ჩვენი პროდუქცია, ცხვარი, არ არის შიდა ბაზრისთვის, ის ძირითადად საექსპორტოდ გამოიყენება, ამიტომ როგორც კი რომელიმე ბაზრის დაკეტვა ხდება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენზე. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ფასმა მოიმატა, რა შეიძლება აღდგომის მოსვლასთანაც იყოს კავშირში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ზარალი არის დიდი“ - აცხადებს იგი.

1714489163

1713435235

„ეს არის კატასტროფა“ - საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს

“მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა“ - ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი დღესდღეობით მთაში არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.პაატა კოღუაშვილი: „საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. ეგ კი არა, როდესაც საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“. აკადემიკოსი მთის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.„საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:🔵 თავდაცვითი🔵 აგრარული🔵 კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო.არადა, მთის უდიდესი ფუნქცია მისი აგრარული ფუნქცია იყო: იგი აწარმოებდა ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს და ა.შ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი.„საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.


სხვა სიახლეები
სოციალური ქსელის ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერკი
მარკ ცუკერბერგმა ხელფასის სახით 2023 წელს მხოლოდ 1$ გამოიმუშავა

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი 2013 წლიდან, ხელფასის სახით წელიწადში 1 დოლარს იღებს."ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის" კომისიის ახალმა განცხადებამ აჩვენა, რომ Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, 2023 წელს ხელფასის სახით მხოლოდ 1$ მიიღო, "სხვა კომპენსაციის" სახით კი დამატებით $24.4 მილიონი.საბუთების მიხედვით, ცუკერბერგი კომპანიის ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომელია. Meta-ს 67 000 თანამშრომლის საშუალო ხელფასი კი 379 000 დოლარია.ცუკერბერგის ჯამური კომპენსაცია დაახლოებით 3 მილიონი დოლარით არის შემცირებული 2022 წელთან შედარებით, როდესაც მან 27 110 417 აშშ დოლარი შეადგინა.SEC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებული "სხვა კომპენსაციის" დიდი ნაწილი ცუკერბერგის უსაფრთხოების ხარჯებისთვის იყო გამოყენებული, თუმცა კომპანია ზუსტ თანხას არ ასახელებს.განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ყველა სხვა კომპენსაციის" კატეგორიაში შედის უსაფრთხოება "მის რეზიდენციებში და პირადი მოგზაურობის დროს", "პირადი თვითმფრინავის ხარჯები პირადი მოგზაურობისას" გარდა უსაფრთხოების პროგრამისა, რომელსაც კომპანია თავად ახორციელებს.ზაქერბერგი 2013 წლიდან ხელფასის სახით 1 დოლარს იღებს, რაც ჰიპოთეტურად ნიშნავს იმას, რომ მან 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 10 დოლარი გამოიმუშავა.დოკუმენტი ცნობილი გახდა Meta-ს აქციონერთა ყოველწლიურ კრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომელიც 2 მაისს გაიმართება.   

ბიზნესი 1714831200

ილონ მასკი
Tesla-მ ჰუმანოიდი რობოტების გაყიდვა შესაძლოა, მომავალ წელს დაიწყოს

Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტი, სახელწოდებით Optimus, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, გასაყიდად შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე იყოს მზად, ხოლო კომპანიის ქარხანაში დავალებების შესრულებას, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე შეძლებს. ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ინვესტორებთან განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.Tesla-ს გარდა, ჰუმანოიდურ რობოტებს უკვე რამდენიმე წელია იაპონური კომპანიები, Honda და Hyundai Motor, ასევე, Boston Dynamics ავითარებენ. ამასთან, სტარტაპ Figure AI-მ, რომელიც, ასევე, ჰუმანოიდ რობოტებს ავითარებს, დაახლოებით, 675 მლნ დოლარი მიიზიდა, ხოლო თავად კომპანია 2 მლრდ დოლარად შეფასდა. მისი ინვესტორები Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, Nvidia და Microsoft-ია.ჰუმანოიდურ რობოტებზე ფსონს სულ რამდენიმე კომპანია დებს, რომ მათ მუშახელის პოტენციური დეფიციტი შეავსონ და შეასრულონ განმეორებადი ამოცანები, რომლებიც შესაძლოა, ადამიანებისთვის საშიში ან მოსაწყენი იყოს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიც არის ლოგისტიკა, სასაწყობო მეურნეობა, საცალო ვაჭრობა და წარმოება. მასკი ყოველთვის აცხადებდა, რომ რობოტების გაყიდვა, სხვა სეგმენტებთან, მათ შორის, ავტომობილების წარმოებასთან შედარებით, შესაძლოა, Tesla-ს ბიზნესის უფრო დიდი ნაწილი გახდეს.„ვფიქრობ, Tesla საუკეთესო პოზიციაზეა ჰუმანოიდური რობოტის ნებისმიერ მწარმოებელთან შედარებით, რომ რობოტზე ეფექტური დასკვნების დახმარებით მის მასობრივ წარმოებას მიაღწიოს,“ - ამბობს მილიარდერი.Tesla-მ თავისი Optimus-რობოტის პირველი თაობა, სახელად, Bumblebee 2022 წლის სექტემბერში გამოუშვა. წელს კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მეორე თაობის ორფეხა რობოტი კომპანიის ქარხანაში მაისურს კეცავს.

სხვადასხვა 1714824840

Rolls Royce
საქართველოში 30 ერთეული Rolls Royce მოძრაობს - რა ღირს და რომელია ყველაზე პოპულარული მოდელი

საქართველოში 8 ერთეული Aston martin, 22 ერთეული Lamborghini, 31 ერთეული Ferrari, 24 ერთეული Bentley და 30 ერთეული Rolls Royce მოძრაობს. ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ჩამონათვალი, რომელიც 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქართულ გზებზე დადის.„ბიზნესპრესნიუსი“ ამ ეტაპზე გთავაზობთ, Rolls Royce-ს რა მოდელებია ქვეყანაში ყველაზე პოპულარული და რა ფასადაა მათი შეძენა შესაძლებელი.Rolls Royce-დან საქართველოში ყველაზე პოპულარულია მოდელი Ghost. ამ მოდელის, ახალი გამოშვებულის ფასი 354 ათასი დოლარიდან იწყება და 417 ათას დოლარამდე ადის, მეორადის, ანუ უფრო ძველი მანქანის ღირებულება კი 150-200 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. საქართველოში 7 ერთეული Ghost-ი დადის.4-4 ერთეულით მეორე ადგილს ინაწილებენ Wraith და Cullian-ის მოდელები. ძველი გამოშვებული Wraith-ის შეძენა 150 ათას დოლარადაა შესაძლებელი, Cullian-ის ფასი კი 260 ათასი დოლარიდან იწყება და 350 ათასამდე ადის. რაც შეეხება ახალ გამოშვებებს, 2024 წლის Cullian-ი 420 ათას დოლარამდე ღირს, Wraith-ი კი 350 ათას დოლარამდე.მოდელები Phantom, Silver Shadow და Silver Shadow II საქართველოში 3-3 ერთეული მოძრაობს. 2024 წელს გამოშვებული Phantom-ის ღირებულება 507 ათასი დოლარიდან იწყება და 663 ათას დოლარამდე ადის, მეორადის შეძენა კი 250-300 ათას დოლარადაა შესაძლებელი.ყველაზე იაფად კი შესაძლებელია Silver Shadow-ის და Silver Shadow II-ის მოდელების შეძენა. მათი ღირებულება 30 ათას დოლარამდეა.დანარჩენი მოდელები კი, როგორიცაა Silver spirit, Cullinan blakc badge და ა.შ მხოლოდ ერთი ერთეული მოძრაობს.

სხვადასხვა 1714817280

პენსიონერები
ქვეყნები, სადაც პენსიონერებისთვის ცხოვრება ყველაზე ხელმისაწვდომია

გამოცემა LoveMoney–მ პენსიაზე გასვლისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყნები გამოავლინა. რეიტინგი რამდენიმე ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით შედგა, ესენია: უსაფრთხოება, კარგი სამზარეულო და კლიმატი, ასევე ხარისხიანი ჯანდაცვა, ბინის ქირის ღირებულება და ცხოვრების საშუალო თვიური ხარჯი. პენსიონერებისთვის ხელმისაწვდომ და ამავე დროს სასურველ მიმართულებად მაროკო სახელდება. ერთოთახიანი ბინის ქირის ღირებულება რაბათის ცენტრში საშუალოდ 192 დოლარი ჯდება. დაბალია კომუნალური გადასახადებიც, რაც აშშ-ის საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით ხუთჯერ, ხოლო ბრიტანეთისაზე რვაჯერ ნაკლებია. მაროკოში ცხოვრების ხარჯები ამავე ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ხელმისაწვდომია და საშუალოდ 464 დოლარს შეადგენს, სასურსათო პროდუქტების მხრივ კი, მაროკო კიდევ უფრო იაფ მიმართულებად სახელდება.პენსიონერებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს ვიეტნამი იკავებს. ერთოთახიანი ბინის ქირის საშუალო ხარჯი 221 დოლარს შეადგენს, ხოლო კომუნალურების თვიური საფასური დაახლოებით 66 დოლარით განისაზღვრება. ვიეტნამი ერთ-ერთ ყველაზე იაფი ინტერნეტითაც გამოირჩევა, 50 GB ინტერნეტის საფასური მხოლოდ 6 დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ვიეტნამი კვების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა და იქ ასევე დაბალბიუჯეტურია ტრანსპორტი და გასართობი აქტივობები. ქვეყანაში ცხოვრების საშუალო თვიური ხარჯი დაახლოებით 466 დოლარს უტოლდება.საპენსიო ასაკის ადამიანებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თურქეთიც. ქვეყანაში ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გასართობი თუ დასასვენებელი აქტივობები, საკვები ობიექტები და ასევე ბინის დაქირავებაც, რომელიც თვეში დაახლოებით 387 დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი. კომუნალური ხარჯების თვიური საფასური კი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დაახლოებით 60 დოლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებაა სადაც ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებით კარგად განვითარებულია.ძვირად ღირებული დასავლური ქვეყნებიდან პენსიონერები საცხოვრებლად სულ უფრო ხშირად გადადიან ტაილანდში, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ ხარჯები დაზოგონ და ამის პარალელურად იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, რომელიც არაჩვეულებრივი სამზარეულოთი, მეგობრული ხალხით, დანაშაულის დაბალი მაჩვენებლით, განვითარებული ჯანდაცვის სისტემით, ტროპიკული კლიმატითა და თვალწარმტაცი სანაპიროებით გამოირჩევა. აქვე ხაზგასასმელი ფაქტორია ისიც, რომ უამრავ ქვეყანასთან შედარებით ტაილანდში ხანდაზმულებს გაცილებით დიდ პატივს სცემენ და აფასებენ. ყოველთვიური საშუალო ხარჯი ქვეყანაში 556 დოლარს უტოლდება, ბინის ქირის ფასი კი თვიურად 235 დოლარის ფარგლებშია.და ბოლოს, მონტენეგრო. მართალია, მის მეზობელ ხორვატიასთან შედარებით ქვეყანაში ბინის ქირის თვიური ხარჯი შედარებით ძვირია და დაახლოებით 500 დოლარს შეადგენს, თუმცა ეს თანხა, ქვეყანაში ცხოვრების შედარებით დაბალი ხარჯებით ბალანსდება. ერთი ადამიანისთვის მონტენეგროში ცხოვრების საშუალო ხარჯი თვის განმავლობაში დაახლოებით 652 დოლარის ფარგლებში მერყეობს. უცხოელი პენსიონერები ქვეყანაში ხმელთაშუა ზღვის კლიმატის, იდეალური სანაპირო ზოლისა და მთების გამო სახლდებიან, რომლებიც სავსეა სახასიათო სოფლებითა და ბიუჯეტური სათხილამურო კურორტებით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც Live & Invest Overseas-მა უწოდა ბალკანეთის ქვეყანა, ევროპის გამორჩეული საპენსიო თავშესაფარია. 

საზოგადოება 1714809660

ზვიად ციკოლია
რუსეთი არასოდეს გამოსწორდება და მუდამ მტრად მოგვევლინება, მაგრამ ეს უნდა გახდეს ჩვენი ერთიანობის და გაძლიერების ბიძგი - ზვიად ციკოლია

„რუსეთი არასოდეს გამოსწორდება და მუდამ მტრად მოგვევლინება. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ეს უნდა გახდეს ბიძგი ჩვენი ერთიანობის და გაძლიერების“, - ამის შესახებ დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში წერს. ის ამბობს, რომ თავად არაერთხელ შეშლია ხელი პროფესიულ საქმიანობაში ვიზასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ახალმა თაობამ კი ეს შეზღუდვები არ იცის. „ეს ქვეყანა მართლა „მიჯაჭვული ამირანია", მუდამ გათავისუფლების მცდელობაში. მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რამდენჯერ შემეშალა ხელი პროფესიულ წინსვლაში ვიზასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო. დღეს, როცა ახალმა თაობამ ეს შეზღუდვები არ იცის და გაცილებით თავისუფალია ვიდრე ჩემი თაობა, შეუძლებელია 90-იანების „კრიშების" ეპოქაში მოუნდეს ყოფნა. რუსეთი არასოდეს გამოსწორდება და მუდამ მტრად მოგვევლინება ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ეს უნდა გახდეს ბიძგი ჩვენი ერთიანობის და გაძლიერების. ეს ის თაობა დგას ქუჩაში, რომლითაც ერმა უნდა იამაყოს!“, - წერს ზვიად ციკოლია

ბიზნესი 1714746240

TESLA-ს ჰუმანოიდი რობოტი
TESLA-ს ჰუმანოიდი რობოტი ბაზარზე 2025 წელს გამოჩნდება – ილონ მასკი

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მეწარმის, ილონ მასკის განცხადებით, Tesla-ს წარმოების ჰუმანოიდი რობოტი ბაზარზე, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის გამოჩნდება.ინვესტორებთან საუბრისას ილონ მასკმა Tesla Optimus-ის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რობოტი ამჟამად დახვეწის ფინალურ ფაზაში გადადის, რომლის დასრულების შემდეგ ის კომერციალიზაციისთვის მზად იქნება.ცოტა ხნის წინ, Tesla-მ საზოგადოებას ახალი თაობის Optimus Gen 2 წარუდგინა, რომელიც წინამორბედთან შედარებით ყველა პარამეტრით გაუმჯობესებულია.ის 30%-ით უფრო სწრაფად გადაადგილება; აღჭურვილია მოძრაობის ახალი სენსორებით და ისევე შეუძლია მანევრირება, როგორც ადამიანს. გარდა ამისა, Optimus Gen 2-ს თავის მოძრაობის ფუნქციონალიც დაემატა, რაც მას უფრო მეტად ადამიანურს და ემოციურს გახდის.კონკურენტებისგან განსხვავებით, Tesla-ს რობოტი ძალიან მსუბუქია და ის სულ რაღაც 55 კილოგრამს იწონის, მისი სიმაღლე კი 180 სანტიმეტრს აღწევს. გარდა ამისა, ის ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია და ის სულაც არ ჰგავს ასტრონავტის კოსტიუმში გამოწყობილ მანქანას, რასაც წლების განმავლობაში სხვა კომპანიებისგან მივეჩვიეთ.თავად ჰუმანოიდი რობოტი ეს არის ადამიანის მსგავსი აღნაგობის მქონე მანქანა, რომელსაც ისეთი დავალებების და სამუშაოების შესრულება შეუძლია, რომელიც ადამიანისთვის საშიში ან ზედმეტად რთულია. მაგალითად, ჰუმანოიდ რობოტებს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვთ სამაშველო ოპერაციების ჩატარების და ფიზიკური მუშაობის კუთხით.გარდა ამისა, მეცნიერები ჰუმანოიდ რობოტებს ადამიანების თანაშემწეებად, დამხმარეებად და კომპანიონებადაც განიხილავენ. თეორიულად, რობოტს 24 საათის განმავლობაში შეუძლია პატრონს მოემსახუროს, რაც განსაკუთრებით მოთხოვნადი სერვისი აზიის რეგიონში შეიძლება იქნეს, სადაც მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.

სხვადასხვა 1714742460