1715931359
საქართველოში 30 ერთეული Rolls Royce მოძრაობს - რა ღირს და რომელია ყველაზე პოპულარული მოდელი
საქართველოში 8 ერთეული Aston martin, 22 ერთეული Lamborghini, 31 ერთეული Ferrari, 24 ერთეული Bentley და 30 ერთეული Rolls Royce მოძრაობს. ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ჩამონათვალი, რომელიც 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქართულ გზებზე დადის.
„ბიზნესპრესნიუსი“ ამ ეტაპზე გთავაზობთ, Rolls Royce-ს რა მოდელებია ქვეყანაში ყველაზე პოპულარული და რა ფასადაა მათი შეძენა შესაძლებელი.
Rolls Royce-დან საქართველოში ყველაზე პოპულარულია მოდელი Ghost. ამ მოდელის, ახალი გამოშვებულის ფასი 354 ათასი დოლარიდან იწყება და 417 ათას დოლარამდე ადის, მეორადის, ანუ უფრო ძველი მანქანის ღირებულება კი 150-200 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. საქართველოში 7 ერთეული Ghost-ი დადის.
4-4 ერთეულით მეორე ადგილს ინაწილებენ Wraith და Cullian-ის მოდელები. ძველი გამოშვებული Wraith-ის შეძენა 150 ათას დოლარადაა შესაძლებელი, Cullian-ის ფასი კი 260 ათასი დოლარიდან იწყება და 350 ათასამდე ადის. რაც შეეხება ახალ გამოშვებებს, 2024 წლის Cullian-ი 420 ათას დოლარამდე ღირს, Wraith-ი კი 350 ათას დოლარამდე.
მოდელები Phantom, Silver Shadow და Silver Shadow II საქართველოში 3-3 ერთეული მოძრაობს. 2024 წელს გამოშვებული Phantom-ის ღირებულება 507 ათასი დოლარიდან იწყება და 663 ათას დოლარამდე ადის, მეორადის შეძენა კი 250-300 ათას დოლარადაა შესაძლებელი.
ყველაზე იაფად კი შესაძლებელია Silver Shadow-ის და Silver Shadow II-ის მოდელების შეძენა. მათი ღირებულება 30 ათას დოლარამდეა.
დანარჩენი მოდელები კი, როგორიცაა Silver spirit, Cullinan blakc badge და ა.შ მხოლოდ ერთი ერთეული მოძრაობს.
1715957020
სოხუმში რუსეთთან რეგულარული ავიარეისების შესრულებას 2025 წლის ტურისტული სეზონისთვის გეგმავენაფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები 2025 წლის ტურისტული სეზონისთვის განახლდება, წელს კი სატესტო რეისი შესრულდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში წერია.აეროპორტის სარეკონტრუქციო სამუშაოები ასლან ბჟანიამ დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ ბადრი გუნბას, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, ასევე, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრებთან, ჯანსუღ ნანბასა და კრისტინა ოზგანთან ერთად დაათვალიერა.ბჟანაის ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე ინერტული მასალის საწყობების განსათავსებლად საწარმოო ბაზის მომზადება გრძელდება, ხოლო ცემენტ-ბეტონის საწარმოო ქარხნების საძირკვლის მოწყობა დასრულდა და ამჟამად თავად ქარხნების მონტაჟი მიმდინარეობს. პრესსამსახურის ცნობით, „ასაფრენი ზოლის, მოსახვევი ბილიკებისა და ბაქნის ზედაპირის რეკონსტრუქცია განრიგის მიხედვით მიმდინარეობს.” ამ სამუშაოების დასრულება ივლისის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, აეროპორტი პირველი ტექნიკური რეისის მიღებას შეძლებს. ბჟანიამ ე.წ. სამინისტროებსა და შესამბამის სამსახურებს დაავალა, “განრიგი მკაცრად დაცვან, რომ პროექტი დაგეგმილ ვადებში განხორციელდეს”.სოხუმის აეროპორტის კომპლექსური რეკონსტრუქცია ორ ეტაპად მიმდინარეობს. კერძოდ, პირველ ეტაპზე ასაფრენი ბილიკი აღდგება, ასევე, მგზავრებისა და ავიაკომპანიების მომსახურების ოპერატიულად დასაწყებად დროებითი ნაგებობები აშენდება. მეორე ეტაპზე თანამედროვე ახალი სამგზავრო ტერმინალი მთლიანი საწარმოო და მომსახურების ინფრასტრუქტურით, ასევე, ახალი ბაქანი აშენდება.აპრილის ბოლოს ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებამ, შესაძლოა, დამატებითი სანქციები გამოიწვიოს იმ ავიაკომპანიების მიმართ, რომლებიც აფხაზეთში იფრენენ. მან, ასევე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ICAO საქართველოს ინიციატივით სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და გაშვების პროექტს ბლოკავს.ცნობისთვის: აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია, „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ეწევა, რომლის თანამფლობელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსია. ეს კომპანია კრემლმა გასული წლის 10 ივლისს, სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის დააფუძნა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მლრდ რუბლს (132 მლნ დოლარს) შეადგენს.
1715941648
რა ღირს დოლარი/ევრო სავალუტო ჯიხურებშიბოლო დღეების განმავლობაში ლარი, დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება. გუშინ დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7596 ლარი შეადგინა. ეს მაშინ როდესაც, 16 მაისს 1 დოლარი 2.7323 ლარი ღირდა, 15 მაისს - 2.6866 ლარი, 14 მაისს - 2.6866. ლარირაც შეეხება ევროს, გუშინ დადგენილი კურსით, 3.0002 ლარს შეადგენს. 16 მაისს მოქმედი კურსი კი, 2.9577 ლარს შეადგენდა.ამ დროისთვის სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.7600 ლარიდან 2.8000 ლარამდე მერყეობს. ხოლო 1 ევროს შეძენა 2.9900 ლარიდან 3.0300 ლარამდეა შესაძლებელი.
1715938708
HR პროფესიონალები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენHR პროფესიონალები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც „რუსული კანონის“ მიღების გამო, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ემსახურებიან. HR პროფესიონალების განცხადებით, „ქართული ოცნების“პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ის საფრთხეს უქმნის ევროკავშირთან ინტეგრაციას.HR პროფესიონალები უერთდებიან საზოგადოების მშვიდობიან საპროტესტო აქციას, 20 მაისს, 19:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტთან.„ვაფიქსირებთ ჩვენს ევროპულ არჩევანს. საქართველოს მომავალი არის განვითარებულ და პროგრესულ ევროპაში, ჩვენი ვალია არ შევაჩეროთ სვლა ევროპული სტანდარტებისკენ! #ძალაზრუნვაშია“, - ნათქვამია HR პროფესიონალები ერთობლივ განცხადებაში.გარდა ამისა, HR პროფესიონალები ავრცელებენ პეტიციას, რომელსაც უკვე 600-ზე მეტია ხელმომწერი ჰყავს.„ჩვენ, ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ხელმეორედ, საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ ინიციირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ.ამ კანონის შედეგად დაუცველი დარჩებიან ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, სტუდენტები და ეს ჩამონათვალი ძალიან გრძელია, რადგან თითქმის არ არსებობს საზოგადოების წევრი, რომელსაც ეს კანონი ადრე თუ გვიან არ შეეხება.აღნიშნული კანონის მიღება ემუქრება ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხს - ევროკავშირთან ინტეგრაციას. ჩვენ კი, მყარად გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის პროგრესისათვის დასავლური ღირებულებების გაზიარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.ამ განცხადების ხელმოწერით ჩვენ, HR პროფესიონალები ვდგავართ ერთად და მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯი წინ ევროპისკენ!“ - ნათქვამია ტექსტში.
1715935768
21 მაისამდე საქართველოში გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელიგარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი. თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დედოფლისწყარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
1715930907
თბილისში დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე დღეს გადაადგილება შეიზღუდებადედაქალაქში დღეს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი. კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით; მძღოლები მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით.რაც შეეხება თავისუფლების მოედანს, დროის აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან – ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; გადაადგილება შეიზღუდება ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც. მძღოლები რუსთაველის გამზირზე მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით კოსტა ხეთაგუროვის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდებიან; მსვლელობის მონაწილეების ავლაბრის მოედანზე გადანაცვლების პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, შემდგომ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს და ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოძრავებენ.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ პანდუსზე მოუხვევენ, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი ტრანსპორტი კი გადაადგილდება მხოლოდ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კაჩინსკის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდება ბოჭორმის ქუჩას, მეტროსადგურ „300 არაგველთან“ მდებარე წინანდლის ქუჩით გადაინაცვლებს ქეთევან დედოფლის გამზირზე და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.