მარკ ცუკერბერგმა ხელფასის სახით 2023 წელს მხოლოდ 1$ გამოიმუშავა

ბიზნესი 1714831200
სოციალური ქსელის ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერკი

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი 2013 წლიდან, ხელფასის სახით წელიწადში 1 დოლარს იღებს.

"ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის" კომისიის ახალმა განცხადებამ აჩვენა, რომ Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, 2023 წელს ხელფასის სახით მხოლოდ 1$ მიიღო, "სხვა კომპენსაციის" სახით კი დამატებით $24.4 მილიონი.

საბუთების მიხედვით, ცუკერბერგი კომპანიის ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომელია. Meta-ს 67 000 თანამშრომლის საშუალო ხელფასი კი 379 000 დოლარია.

ცუკერბერგის ჯამური კომპენსაცია დაახლოებით 3 მილიონი დოლარით არის შემცირებული 2022 წელთან შედარებით, როდესაც მან 27 110 417 აშშ დოლარი შეადგინა.

SEC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებული "სხვა კომპენსაციის" დიდი ნაწილი ცუკერბერგის უსაფრთხოების ხარჯებისთვის იყო გამოყენებული, თუმცა კომპანია ზუსტ თანხას არ ასახელებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ყველა სხვა კომპენსაციის" კატეგორიაში შედის უსაფრთხოება "მის რეზიდენციებში და პირადი მოგზაურობის დროს", "პირადი თვითმფრინავის ხარჯები პირადი მოგზაურობისას" გარდა უსაფრთხოების პროგრამისა, რომელსაც კომპანია თავად ახორციელებს.

ზაქერბერგი 2013 წლიდან ხელფასის სახით 1 დოლარს იღებს, რაც ჰიპოთეტურად ნიშნავს იმას, რომ მან 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 10 დოლარი გამოიმუშავა.

დოკუმენტი ცნობილი გახდა Meta-ს აქციონერთა ყოველწლიურ კრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომელიც 2 მაისს გაიმართება.