• Ƀ/$

სოხუმის თევზის ბაზარი - ასორტიმენტი და პრეისკურანტი

17 იანვარი 16:57, 2018 წელი | ეკონომიკა

კეფალი, ლოქო, შავი ზღვის ქაფშია, კარპი, კამბალა, სტავრიდა, ზუთხი, სკატი, შავი ზღვის კატრანი, კარასი, ბარაბულკა - ასეთია ასორტიმენტი, რომელსაც სოხუმის თევზის ბაზარი მომხმარებელს სთავაზობს.

რაც შეეხება ფასებსა და მოთხოვნა-მიწოდებას, როგორც ადგილობრივი მედია წერს, მომხმარებლის მწირი შემოსავლებიდან გამომდინარე, მოთხოვნა ძირითადად დაბალი საფასო სეგმენტის პროდუქტზეა.


ოკუპირებული აფხაზეთის მთავარ ქალაქში ყველაზე კარგად ქაფშია იყიდება და 1 კილოგრამი 100 რუსული რუბლი ღირს.


კეფალის  მაქსიმალური ფასი 250 რუბლია, 200 რუბლად იყიდება ადგილობრივებში ყველაზე პოპულარული სტავრიდა.


შედარებით ძვირია ბარაბულკა, რომლის ფასი 250 რუბლიდან 300 რუბლამდე მერყეობს.  ბაზარზე თევზის გასუფთავებაცაა შესაძლებელი ეს მომსახურება მომხმარებელს კილოგრამზე 50 რუსული რუბლი დაუჯდება. სოხუმში თევზის ორი ბაზარი ფუნქციონირებს. 


სხვა სიახლეები