• Ƀ/$

ჩინეთში ჰაერის ყველაზე დიდი გამწმენდი დანადგარი ჩართეს

22 იანვარი 17:35, 2018 წელი | კომპანიები

ჩინეთის ქალაქ სიანში, სატესტო რეჟიმში ჰაერის გიგანტური გამწმენდი მოწყობილობა ამუშავდა.

სისტემა 100-მეტრიან კოშკშია განთავსებული. მისი შემქმნელების თქმით, დანადგარს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.


სისიტემა თბოელექტროსადგურის ხარჯზე მუშაობს. როდესაც ჰაერი კოშკის შიგნით ხვდება, სხვადასხვა სახის ფილტრის ბარიერებს გადის.


სიანი ეკოლოგიურად ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. სისტემის ამუშავების შემდეგ, სპეციალისტების თქმით, დაბინძურებული ჰაერის წილი ეკოსისტემაში 10 მილიონი კუბური მეტრით შემცირდება.


სხვა სიახლეები