• Ƀ/$

ბრიტანეთში, რობოტები ყოველწლიურად 80 000 სამუშაო ადგილს შთანთქავენ

1 თებერვალი 12:18, 2018 წელი | ეკონომიკა

გაერთიანებულ სამეფოში, ისევე როგორც მთელ დანარჩენ მსოფლიოში, რობოტები დასაქმებულ ადამიანებს სამსახურს ართმევენ. BBC-ის ცნობით, 2030 წლისთვის მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი გაქრება.

მაღაზიებს, საწყობებს, ადმინისტრაციას... ყველაზე დიდი დარტყმა მიადგებათ. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დაეხმარება ადამიანებს ახალი უნარების ათვისებაში ახალი სამსახურის მოძიებისთვის. ქვეყანაში ყოველწლიურად 80 000 სამუშაო ქრება და მას რობოტი ანაცვლებს.


სამსახურის დაკარგვა ძირითადად დაბალკვალიფიცირებულ პირებს შეეხებათ, საცალო ვაჭრობის ქსელში დასაქმებულებს და იმ პირებს რომლებიც გადაწყვეტილებას არ ღებულობენ და ძირითადად მექანიკური საქმიანობით არიან დაკავებულები. ამ სფეროში სამსახურს ყოველი მესამე ან მეოთხე ადამიანი დაკარგავს.


 


მსგავს თემაზე


უახლესი ტექნოლოგიების გავლენა ეკონომიკაზე


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი I)


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი II)


როდის გადავა სრულად ბანკინგი ონლაინ სივრცეში?


სხვა სიახლეები