• $/GEL 2.4641
  • €/GEL 3.0782
  • £/GEL 3.4675
  • TRY/GEL 0.6572
  • AZN/GEL 1.4539
  • AMD/GEL 5.1144
  • ₽/GEL 4.3669
  • Ƀ/$

საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები

12 თებერვალი 14:55 | ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ საქმიანი ტურიზმის გამოფენა IBTM Arabia-ში მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად წარმოდგენილი იყო კერძო სექტორიც. 


გამოფენის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ კომპანიებთან ერთად 150-ზე მეტი შეხვედრა გამართა. საკონვენციო ბიუროს თანამშრომლებმა IBTM Arabia-ს მონაწილეებს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი და განვითარების გეგმები გააცნეს. 


გამოფენის ფარგლებში საერთაშორისო კონგრესისა და კონვენციის ასოციაციის (ICCA) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საკონვენციო ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს კონკურენტუნარიანობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები განიხილა. 


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად, სპარსეთის ყურის ქვეყნები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდნენ.


სიახლეები მსგავს თემაზე


სხვა სიახლეები