• $/GEL 2.4641
  • €/GEL 3.0782
  • £/GEL 3.4675
  • TRY/GEL 0.6572
  • AZN/GEL 1.4539
  • AMD/GEL 5.1144
  • ₽/GEL 4.3669
  • Ƀ/$

3,5 მლნ უმუშევარს შორის კომპანიები შესაფერის კადრებს ვერ პოულობენ

12 თებერვალი 15:21 | ეკონომიკა

ფრანგული კომპანიები, მიუხედავად ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა, ვაკანტურ ადგილებზე კადრებს ვერ პოულობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.


„დაახლოებით 3,5 მლნ ადამიანია უმუშევარი. მხოლოდ გასულ წელს შეთავაზებულ ვაკანსიებიდან 200 ათასიდან 330 ათასამდე წინადადება გამოხმაურების გარეშე დარჩა“, – ნათქვამია საფრანგეთის დასაქმების ეროვნული სააგენტოს მასალებში.


ასეთი სტატისტიკის მიზეზად ფრანგული კომპანიები ვაკანტური თანამდებობებისთვის შესაფერისი კადრების არარსებობას ასახელებენ.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის მთავრობა ამ პრობლემის გადაჭრას გეგმავს. კერძოდ, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი განათლებისა და პროფესიული მომზადებისთვის დამატებით 15 მლრდ ევროს გამოყოფას აპირებს.


სხვა სიახლეები