• Ƀ/$

Bitfury-მ გლდანის დატა ცენტრი გაყიდა

13 თებერვალი 10:58 | კრიპტოეკონომიკა

Bitfury ჯგუფმა თბილისში, გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა, ამის შესახებ კომპანიამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. დატა ცენტრის ახალი მფლობელი Chong Sing Holdings გახდა.

Bitfury-ს აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილოვის განცხადებით, დატა ცენტრის გაყიდვა, აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოვებას ემსახურება მიზნად.


„გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას, გააგრძელოს წარმატებული გაფართოება აზიის ბაზარზე“, – განაცხადა ვავილოვმა.


Bitfury თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრს 2016 წლიდან ფლობს.


Chong Sing Holdings ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს 24/7-ზე რეჟიმში სთავაზობს ონლაინ ფინანსურ სერვისებს. ჰოლდინგის აქციები ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საქმიანობის სფეროებში შედის ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადახდების სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვა მიმართულებების განვითარება.


Bitfury ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერია ბლოკჩეინის ეკოსისტემაში.


სხვა სიახლეები