• $/GEL 2.4641
  • €/GEL 3.0782
  • £/GEL 3.4675
  • TRY/GEL 0.6572
  • AZN/GEL 1.4539
  • AMD/GEL 5.1144
  • ₽/GEL 4.3669
  • Ƀ/$

ბიტკოინების მაინინგი ისლანდიის ენერგომომარაგებას საფრთხეს უქმნის

13 თებერვალი 18:16 | კრიპტოეკონომიკა

ისლანდიაში მაინერები უფრო მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ვიდრე კუნძულის მოსახლეობა.

კრიპტოვალუტის ბაზრის ზრდის გამო, 2018 წლის ისლანდიის ენერგოდანახარჯები, რომელიც მაინინგს მოჰყვება, ქვეყნის საერთო საშუალო ენერგომოხმარებაზე მეტი იქნება.


შედარებისთვის, გასული  წლის ბოლოს, ექსპერტებმა მაინინგზე მსოფლიოს საერთო საშუალო  ენერგოდანახარჯები 30 მილიარდ კვტ/სთ-მდე შეაფასეს, რაც მაგალითად ირლანდიის მოსახლეობის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას აღემატება.


ბოლო წლების განმავლობაში ისლანდიაში უფრო და უფრო მეტი კომპიუტერული ცენტრები იხსნება. ქვეყანა ბიზნესმენებს იზიდავს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მისი ელექტროენერგიის ფაქტობრივად 100% იაფი განახლებადი წყაროებიდან მოდის (ძირითადად გეოთერმული სითბო და წყლის ნაკადები). ამავდროულად ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით შეუძლებელია - ამისათვის ზღვის ფსკერზე ძვირადღირებული კაბელის გაჭიმვაა საჭირო. 


ახალი მონეტების შექმნისა და ტრანზაქციებისთვის საჭიროა მაინინგი.ამისთვის ბიტკოინი იყენებს სხვადასხვა სქემებს,რაც გულისხმობს უამრავ გამოთვლით ოპერაციას,რაზეც დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯება. კრიპტოვალუტის ფასის ზრდასათან ერთად, მაინერები ზრდიან თავიანთი სისტემების სიძლიერეს, რაც თავისთავად გულისხმობ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარებას. დღესდღეობით ბიტკოინების გამომუშავებაზე იმდენი ელექტროენერგია იხარჯება რომ იგი თავისუფლად ეყოფა ზოგიერთი ქვეყნის ელექტრომომარაგებას.


 


მსგავს თემაზე


რეგულაციებმა კრიპტობაზარი გაანახევრა


ჩინეთში მაინინგი იკრძალება


სხვა სიახლეები