• Ƀ/$

ტრანსნაციონალური კომპანიების აქციების ფასი და მსოფლიო ბირჟის ინდექსები გაიზარდა

16 თებერვალი 16:17, 2018 წელი | ფინანსები

ბირჟის ინდექსები ზრდას განაგრძობს. მონიტორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამწვანდა ბომბეისა და სიდნეის გამოკლებით.

ლონდონში ინდექსები 0.51-0.65 პროცენტით გაიზარდა. ამსტერდამში 0.76%-ით, მადრიდში თითქმის 1%-ით. 0.58-0.89 პროცენტიანი მატება აღნიშნა ბრიუსელის, ფრანკფურტის, ლისაბონის, მოსკოვისა და პარიზის ბირჟებზეც.


ამერიკულ ბირჟებზე ინდექსები უფრო მეტად 1.21-1.58 პროცენტის ფარგლებში გაიზარდა. ტოკიოში ინდექსები 1.19%-ით გაიზარდა, ჰონგ-კონგში თითქმის 2%-ით. ბომბეიში 0.84%-იანი ვარდნა აიღინიშნა, სიდნეიში კი 0.06%-ით.


ტრანსნაციონალური კომპანიებიც ზრდას განაგრძობენ. Apple-ის აქციების ფასი 3.36%-ით გაიზარდა და კაპიტალიზაციამ $878 მლრდ-ს მიაღწია. Alphabet (Google)-ის აქციებინ 1.7%-ით გაძვირდა, კაპიტალიზაცია $757 მლრდ-ს გადააჭარბა. Amazon და Facebook 0.2 და 0.7 პროცენტიან მატებას დასჯერდნენ.



სხვა სიახლეები