• Ƀ/$

ელექტრომობილების შემდეგ, ჰორიზონტზე ელექტრო თვითმფრინავიც გამოჩნდა

16 თებერვალი 16:45, 2018 წელი | კომპანიები

2021 წლიდან ელექტრო თვითმფრინავი შეძლებს მგზავრების გადაყვანას. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

,,Eviation Aircraft Ltd" -ის კომპანია ელექტრო თვითმფრინავს ამზადებს,რომელიც მგზავრებს 2021 წლიდან მოემსახურება და ის 9 მგზავრის გადაყვანას შეძლებს, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.


,,Eviation“- ი ერთ-ერთ კომპანია, რომელიც მხარს უჭერს  ელექტროგადამცემი მცირე ზომის თვითმფრინავების განვითარებას. ელექტრო თვითმფრინავების არსებობა შეამცირებს ენერგიის ხარჯვას და საოპერაციო ხარჯებს, გარდა ამისა ელექტრო თვითმფრინავები ბევრად ეკოლოგიური იქნება, რაც გამონაბოლქვის რაოდენობას შეამცირებს.


Airbus SE (AIR.PA), Boeing Co (BA.N) და Uber Technologies Inc ასევე იძიებენ ელექტრო და ჰიბრიდული თვითმფრინავის ტექნოლოგიას.


კომპანია ,,Eviation“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ომარ ბარ-იოჰიმ განაცხადა რომ მან კორეული ფირმასთან ,,kokam”-თან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს რომ ელექტრო თვითმფრინავისთვის ელექტრობატარიებს სწორედ ამ ფირმისგან შეიძენს.


ელექტროთვითმფრინავი 9400 ბატარეით იქნება აღჭურვილი.


კომპანიის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ პირველ საცდელ ფრენას ელექტრო თვითმფრინავი პარიზის ავიაშოუზე 2019 წელს ჩატარებს.


ტრადიციული საწვავის ჩანაცვლებას სულ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო და კერძო კომპანია ცდილობს. ელექტრომობილების, მზისა და ქარის ელექტროსადგურების რიცხვი უდიდესი სისწრაფით იზრდება. 2015 წელს ატლანტიკის ოკეანეს მცირე ზომის თვითმფრინავმა გადაუფრინა, რომელიც ენერგიას მთლიანად ფრთებზე განთავსებული მზის პანელებისგან იღებდა.


 


მსგავს თემაზე


მსოფლიოს უდიდესი ავიაკომპანიების რეიტინგი


2019 წელს LIGHTYEAR მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის


 


სხვა სიახლეები