• Ƀ/$

საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება

20 თებერვალი 17:37, 2018 წელი | ეკონომიკა

შიდა ქართლში კიდევ ერთი ქარის ელექტროსადგური აშენდება. $75 მლნ-ს ინვესტიციას თურქული „ჩალიკ ენერჯი“ განახორციელებს. ამის შესახებ განცხადება თურქეთში ვიზიტად მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა. 

„ცოტა ხნის წინ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩალიკ ენერჯის დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან, რომლის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ შიდა ქართლში აშენდება ქარის ელექტროსადგური 50 მეგავატიანი სიმძლავრით, რომლის ინვესტიცია 75 მილიონი აშშ დოლარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ამასთან ერთად, ეს არის განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


სადგურის ზიზსტი ლოკაცია, მშენებლობის დაწყების და დასრულების თარიღი, ასევე მისი სავარაუდო წლიური გამომუშავება ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.


პირველი ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა. გორში მდებარე სადგურის სიმძლავრე 20.7 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი 88 მილიონ კვტ/სთ-ს შეადგენს. 2017 წელს სადგური საპროექტო სიმზლავრეზე გავიდა, 2018 წლის იანვარსი კი გეგმას 11%-ით გადააჭარბა.


 


მსგავს თემაზე


განახლებადი ენერგიის წილი დიდი სისწრაფით იზრდება


ქართლის ქარის ელექტროსადგურმა იანვარში დაგეგმილზე 11%-ით მეტი ენერგია გამოიმუშავა


ქართლის ქარის ელექტროსადგური საპროექტო სიმძლავრეზე გავიდა


ჭარბი განახლებადი ენერგიის მიწოდებამ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი მინუსში გაიყვანა


მსგავს თემაზე:

"სამი ხეობის კაშხალი" - 30 მილიონი ცხენის ძალის მქონე ჰესი


ავსტრალიის მზის ელექტროსადგური 2 დღეში მილიონ დოლარიან მოგებაზე გავიდა



სხვა სიახლეები