• Ƀ/$

კაცობრიობა დაახლოებით 20 წელიწადში შეძლებს მარსის ათვისებას

26 თებერვალი 09:40, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

კომპანია SpaceX-ის დამაარსებლის ილონ მასკის ტექნოლოგიების წყალობით, ადამიანი უკვე 20 წლის შემდეგ შეძლებს მარსის ათვისებას.

ამის შესახებ, The Independent-ის ცნობით, ბრიტანელმა ასტრონავტმა ტიმ პიკმა განაცხადა.


პიკის თქმით, ზემძიმე რაკეტმზიდის Falcon Heavy წარმატებული გაშვება ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადამიანის მიერ კოსმოსის ათვისების ისტორიაში.


„ჩვენ კოსმოსური კვლევების ახალ ერაში შევდივართ, რომელიც ძალიან საინტერესოა“, – განაცხადა ტიმ პიკმა.


ასტრონავტი დარწმუნებულია, რომ კოსმოსური სივრცის ათვისებაში საკვანძო როლს მთვარისპირა სადგურის საერთაშორისო პროექტი შეასრულებს. ტიმ პიკის პროგნოზით, სადგურის მშენებლობა 2022 წელს დაიწყება. მომავალში ეს სადგური მთავარი კვანძი იქნება მარსზე ფრენების შესასრულებლად.


„ჩვენ ვხედავთ ისეთი ადამიანის ჩანაფიქრებს, როგორიცაა ილონ მასკი. არსებობს სხვა რიგი კომპანიებისა, რომლებსაც მარსზე ადამიანების გაშვება სურთ. ვფიქრობ, ამ კომპანიებთან აქტიურად ვითანამშრომლებთ სახელმწიფო-კერძო სექტორის პარტნიორობის ფორმატში და შედეგად შევძლებთ მარსზე გაფრენას“, – აღნიშნა პიკმა.


კომპანიის SpaceX ზემძიმე რაკეტმზიდი 6 თებერვალს გაფრინდა, რომელიც ილონ მასკის ავტომობილით Tesla Roadster იყო დატვირთული. სპეციალისტების გათვლებით, რაკეტა მარსამდე 17 ტონა ტვირთის მიტანას შეძლებს.


სხვა სიახლეები