• Ƀ/$

ევროპის ენერგოკომპანიები საქართველოს რეკომენდაციებს გაუწევენ

26 თებერვალი 18:38, 2018 წელი | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპული ენერგეტიკული კომპანიების „Nord Pool AS“-ისა და „Bluberries GmbH“-ის წარმომადგენლებთან  საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებთან დაკავშირებულ საკითხები განიხილა. 

შეხვედრაზე საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის არსებულ ვითარებასა და მისი განვითარების ძირითად მიმართულებებზე გამახვილდა ყურადღება.


შეხვედრაზე აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა, რომლის ფარგლებშიც ერთი წლის განმავლობაში ისინი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის შექმნისა და ქვეყნის ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონალურ ჰაბად ქცევის მიზნით კონკრეტულ რეკომენდაციებს მიაწვდიან.


„Nord Pool AS“ ელექტროენერგიის უმსხვილესი ბაზარია ევროპაში. კომპანია ოპერირებს ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, ფინეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში და ევროპის 15 ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის ნომინირებული ოპერატორია (NEMO). 


სხვა სიახლეები