• Ƀ/$

კორეული კომპანია „SK E&C” საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

1 მარტი 15:19, 2018 წელი | ეკონომიკა

კორეული კომპანიის “SK E&C”-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტი და რეგიონალური დირექტორი სეუნგ სუ ლი საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას ენერგეტიკული პროექტებით დაინტერესდნენ. 

განსაკუთრებული ყურადღება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით გამახვილდა. გარდა ამისა, კორეული მხარე დაინტერესდა საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც მთელ რიგ ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეღავათიანი პირობებით ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ კორეული მხარე შეისწავლის ამ შესაძლებლობას საქართველოში წარმოების გახსნის მიმართულებით. 


კიდევ ერთი სექტორი, რომლის მიმართაც კორეული კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს, სასტუმრო ინდუსტრიაა. 


შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კორეულ მხარესთან თანამშრომლობა სამომავლოდ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება. 


ამჟამად კორეული კომპანია K Water "ნენსკრაჰესს" აშენებს, რომლისსაინვესტიციო მოცულობა $1 მლრდ-ს შეადგენს. მისი დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. ჰესის სრულად ექსპლუატაციაში 2021 წელს შევა, თუმცა მცირე ოდენობით ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს. 


მსგავს თემაზე:

კორეაში კრიპტორეგულაციები მკაცრდება


კორეაში 5G ინტერნეტი გამოსცადეს



სხვა სიახლეები