• Ƀ/$

გერმანია დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე უარს ამბობს

4 მარტი 15:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

გერმანიაში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით შესაძლოა დიზელზე მომუშავე ავტომობილები აკრძალონ. ინიციატივა განხილვის სტადიაშია.

თუ ფედერალურმა სასამართლომ გადაწყვეტილება კანონიერად ცნო, ცვლილება 2 ქალაქით, შტუტგარდითა და დიუსელდორფით დაიწყება.


იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში 15 მილიონი დიზელზე მომუშავე ავტომობილი მუშაობს, ინიციატივას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრიან. ამ 15 მილიონი ავტომობილიდან ისეთ ქვეყანაშიც კი როგორიც გერმანიაა Euro-6 -ის სტანდრტს მხოლოდ 2.7 მილიონი, ანუ 18% აკმაყოფილებს. დიზელის გამონაბოლქვი ბენზინისაზე საზიანოა. პარიზის, ათენის, მადრიდისა და მეხიკოს მერები, შეთანხმდნენ, რომ 2025 წლამდე დიზელზე მომუშავე ავტომობილებს აკრძალავდნენ.


რამდენიმე წლის წინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ 2020 წლისათვის ქვეყანაში 1 მილიონი ელექტრომობილი ივლიდა. ამ პირობის შესრულება დღეს უკვე ცოტა საეჭვოა, 2018 წლის 1 იანვირსთვის  ელექტრომობილთა რიცხვი 130 000-ს არ აღემატებოდა. გერმანია ელექტრომობილების რაოდენობით ჩამორჩება ბრიანეთს, საფრანგეთს და 5.3 მილიონიან ნორვეგიას სადაც უკვე 209 000 ელექტრომობილი მოძრაობდ და სადაც 2017 წელს გაყიდული 5 ავტომობილიდან 2 ელექტრო იყო.


ცნობილი ელექტრომობილებიდან გერმანული მხოლოდ ერთია BMW i3, გარკვეულწილად ესეცაა ჩამორჩენის მიზეზი. Volkswagen-სა და Mercedes-ს ელექტრომობილების წარმოებაში ამბიციური გეგმები გააჩნიათ, მაგრამ უქმად არც მთავრობაა, რომელიც სუბსიდირებისა და რეგულაციების კომბინაციით არსებული რეალობის შეცვლას ცდილობს.


მსგავს თემაზე:

ჭარბი განახლებადი ენერგიის მიწოდებამ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი მინუსში გაიყვანა


საზოგადოებრივი ტრანსპორტი გერმანიის 5 ქალაქში უფასო ხდება


გერმანიის ექსპორტშიც და იმპორტშიც ავტომობილები ლიდერობენ



სხვა სიახლეები