• Ƀ/$

ჟენევის ავტოშოუზე მფრინავი მანქანა წარადგინეს

8 მარტი 18:15, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ელექტრომობილი ნელ-ნელა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება, უპილოტოებსა და მფრინავ მანქანებს კი ჯერ კიდევ ტესტავენ. PAL-V ერთ-ერთი მათგანია, რომლის სამართავადაც პილოტის ლიცენზიაც სავალდებულოა. 

მოდელი შვეიცარიაში, ჟენევის ავტოშოუზე წარადგინეს. ქმნილება ვიზუალურად ავტომობილს ჰგავს და არა თვითმფრინავს, შვეულმფრენს ან რომელიმე საფრენ აპარატს, მაგრამ მას ფრენა მაინც შეუძლია. ავტომობილს გვერდებზე ორივე მხრიდან მცირე ძრავი აქვს დამაგრებული.


ავტომობილს მყისიერად აფრენა არ შეუძლია და ამისთვის მყარ ნიადაგზე 160 კმ/სთ-ის განვითარება სჭირდება. რის გამოც თავისი არსით თვითმფრინავს უფრო ემსგავსება ვიდრე შვეულმფრენს. PAL-V-ის ფასი სავარაუდოდ $400 000 იქნება და გაყიდვები 2019 წელს დაიწყება.


მსგავს თემაზე:

2019 წელს Lightyear მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


ელექტრომობილების შემდეგ, ჰორიზონტზე ელექტრო თვითმფრინავიც გამოჩნდა


სამოქალაქო თვითმფრინავის მომავალი, როგორი იქნება ის 20 და 50 წლის შემდეგ


NISSAN-ში ელექტრომობილების წარმოების გარდამტეხ თარიღად 2025 წელს მიიჩნევენ



სხვა სიახლეები