• Ƀ/$

ხიდი ცათამბჯენების თავზე

11 მარტი 16:00, 2018 წელი | ეკონომიკა

ჩინეთს ცათამბჯენების თავზე ხიდი გაჰყავს, რომელიც მიწიდან 250 მეტრით იქნება დაშორებული. რაც თავისუფლების ქანდაკების სიმაღლეს 2-ჯერ აღემატება.

ხიდს საკუთარი საცურაო აუზიც ექნება კიდეებს გარეშე. მისი წონა კი 12 000 ტონას მიაღწევს. თავად ცათამბჯენები რომელთა თავზეც ხიდი გაივლის ნაწილობრივ უკვე გადამუშავებული მასალისგანაა ნაგები. მათზე ბაღებია განლაგებული ასობით ხითა და სხვადასხვა მცენარით. პროექტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში იანძისა და პატარა მდინარე იალინგის შესართავთან ხორციელდება.


ჩინეთის ამბიცია - გახდეს ზესახელმწიფო ინფრასტრუქტურასა და მშენებლობაშიც ვლინდება. ცათამბჯენებზე, გზებზე, ხიდებზე, გვირაბებზე ახალ მეტროს ხაზებსა და აეროპორტებზე ბოლო წლებში ტრილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა და უახლოეს მომავალშიც იგივეა დაგეგმილი.




მსგავს თემაზე:

ჩინეთი გლობალურ სავაჭრო ინფრასტრუქტურაზე $5 ტრლნ–ს დახარჯავს


ჩინეთი ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად $150 მლრდ-ს დახარჯავს


ჩინეთის პრეზიდენტს მმართველობის ვადა სიცოცხლის ბოლომდე უხანგრძლივდება


ჩინეთი იუანის ინტერნაციონალიზაციას ცდილობს



სხვა სიახლეები